თენგიზ ცერცვაძე - დარწმუნებული ვარ, ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო

დარწმუნებული ვარ, რომ ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, ეს უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები არა ასეულებით, არამედ რამდენიმე ათეულით მოიმატებს, თუმცა შეზღუდვების შერბილება ჯერ სასურველი არ არის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო. მგონია, რომ რაოდენობა კიდევ მოიმატებს, მაგრამ არა ასეულებით, არამედ რამდენიმე ათეული შემთხვევით, როგორც ვპროგნოზირებდით. ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი და შემდეგ უკვე იმის აწონ-დაწონვა, თუ რომელი უფრო მძიმე ზიანის მომტანია ქვეყნისთვის - ავადმყოფთა რაოდენობა თუ ეკონომიკური რეცესია. ეს ძნელი სათქმელია. მე ვისურვებდი, რომ 2-3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები იმიტომ, რომ ჩვენ ახლა დავიჭირეთ ძალიან კარი მომენტი. არც ახლა გვაქვს ამ შეზღუდვების იდეალურად მკაცრი შესრულება, თქვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც იკრიბება, მაგრამ მაინც დავიჭირეთ მომენტი, როდესაც რეალურად ხელს ვუშლით დაავადების გავრცელებას. მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეგვერბილებინა. ან თუ შერბილება მოხდება, პარალელურად უნდა ამაღლდეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა