კახეთის მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა

კახეთის მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.

მუნიციპალიტეტების მერიის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

„27 აპრილამდე, დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით)

სხვა შემთხვევის დროს დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზს: 574 17 96 23; 597 92 60 16",-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თელავის მერია ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული გამონაკლისი დაწესდება

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი