ამირან გამყრელიძე - მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს, ვაფასებ მათ განათლებას, მაგრამ კიდევ არის წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს - საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ "პლაქველინის" გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მედიკამენტი 50 წელია არსებობს და პირადად მასაც არაერთხელ გამოუყენებია ინდივიდუალურ პრაქტიკაში.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს. ხვალ გვაქვს გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტთან დისკუსია. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ და ვართ გამჭვირვალეები. ამიტომ, ვთხოვ ყველას, ვისაც გაქვთ წინადადები, არ არის პრობლემა მოგვმართეთ, მობრძანდით და განვიხილოთ. თუ მეტყვით, რომ რომელიმე ეტაპზე არასწორი ნაბიჯები გადაიდგა, არ ვარ ის ადამიანი ვინც შენიშვნას არ მიიღებს და არ ეცდება გამოსწორებას. ძალიან ბევრი კარგი სივრცეა ცენტრის შენობაში დისკუსიისთვის. კინკლაობას სჯობს მობრძანდეთ, ყველა სწორი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე შეეხო იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მისამართით აგორდა.

„არ მინდოდა ამ საკითხს შევხებოდი, რადგან ჩვენი ცენტრის კომპეტენციას სცდება, მაგრამ როგორც ძველ კლინიცისტს მეც ბევრი შეხება მქონდა, როდესაც პაციენტებს ინდივიდუალურად ვმკურნალობდი და თან ჩემი ძირითადი სპეციალობა არის რესპირაციული დაავადებები. ძალიან ხშირად გამომიყენებია "პლაქველინი" 80-90-იან წლებში. დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელია ბატონი თენგიზ ცერცვაძე. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი კლინიცისტი. მეც ხშირად მივდივარ მასთან რეკომენდაციებისთვის. არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა სწორედ "პლაქველინით" უმკურნალეს ჩემ შვილს და მაგიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად. ეს ახალი წამალი არ არის 40-50 წელია არსებობს და გამოცდილია ბევრი დაავადების დროს. მივმართავ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს მათ ვინც უცხოეთშია, ვაფასებ მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, რა სჯობს ამას, მაგრამ კიდევ არის სხვა რამ წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს, მან შექმნა დარგები. ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა სათავეში და ახლაც ამ დიდი ბრძოლის შუა ცეცხლშია. ის ხელმძღვანელობს პროტოკოლით და მოდით დავანებოთ თავი ამ დისკუსიას. ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ახალი წამლები იქმნება. სხვადასხვა პროტოკოლებით 10-15 დასახელებს წამალი გამოიყენება დღეს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არის დაგროვილი. ამიტომაც გთხოვთ, გაიმართოს დისკუსიები პროფესიულ წრეებში და არა ტელევიზიებსა და ფქისბუქებში“, - დასძინა გამყრელძემ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება