პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ზურაბ ხაჩიძე იქნება

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ზურაბ ხაჩიძე იქნება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატის ადგილმონაცვლის შესახებ, რომელიც "ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სიის მიხედვით სწორედ ზურაბ ხაჩიძეა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღო, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს