რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა „არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობაა“

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა „არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობაა“.

მისი შეფასებით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის შეთავაზებული დახმარება მცირეა, ხოლო ბიზნესისთვის მხარდაჭერის პროგრამა - გაურკვეველი.

როგორც გოცირიძე ამბობს, მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტი რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოს, რადგან თუ ეს პროცესი გაიწელა, „ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ გაუძლებენ“.

„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, რაღაც სლაიდების სახით, რასაც მთავრობა უწოდებს ანტიკრიზისულ გეგმას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობა. ძალიან მწირი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს და ასევე, აბსოლუტურად გაურკვეველი მხარდაჭერა ბიზნესისთვის. ესეც არაფერს არ ნიშნავს, რადგან არ ვიცით, რა იქნება რეალური შემოსავლის წყარო უცხოური დახმარებების სახით. ბევრი რამ ამ პრეზენტაციაში იყო პროპაგანდისტული, ვიდრე რეალისტური. ისევე როგორც, არ გვეცოდინება დეტალურად გაწერილი გეგმა, რა დროში და რა მექანიზმებით მოხდება, თუნდაც იმ მწირი კომპენსაციების გაცემა ჩვენი მოქალაქეებისათვის და რაც ყველაზე მთავარია, სანამ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი ბიუჯეტი, ჩვენ არ შეგვიძლია მთავრობას ვენდოთ, რაღაც კედელზე ნაჩვენები გრაფიკებისა და ნახატების სახით. ბიუჯეტი სასწრაფოდ წარმოსადგენია პარლამენტში, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი გაიწელება ძალიან დიდხანს და ამას ვერ გაუძლებენ ჩვენი მოქალაქეები“,- განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა