ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა და არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ- ნელა“.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე.

მისივე თქმით, დღეს, როცა შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და ყველაფერი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში უნდა გადავიდეს.

"არა ბატონებო, ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც გადავიდა შემსუბუქების ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე იქნება, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ეს არის სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეების არშეჯგუფება და დიდი თავყრილობებისა არგამართვა. უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები, კი მოგაწყინეთ, მაგრამ ამაზე მძლავრი იარაღი სამწუხაროდ, არ არის კოვიდთან ბრძოლაში. აღდგება საზოგადოებრივი ტრანპსორტი, მაგრამ ეს გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს საკოორდინაციო საბჭოს," - განაცხადა გამყრელიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს