ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი გათვლებით, ამ კრიზისში სულ მცირე კიდევ ერთი წლით მოგვიწევს ყოფნა

შეუძლია ახლა ვინმემ თქვას, რამდენი ხანი გაგრძელდება კორონავირუსის კრიზისი? მე არა. ჩვენი გათვლებით, ამ კრიზისში კიდევ სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მოგვიწევს ყოფნა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ ხალხს რომ ვუთხრათ, მთელი კრიზისის მანძილზე კომუნალურები შეუძლიათ არ გადაიხადონ, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უშუქოდ დარჩება.

ეს კრიზისი არის კრიზისი, რომლის გამოც ჩვენ ყველა, მთელი ქვეყანა, მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი, ვიტანჯებით. ეს კრიზისი მუდმივად ახალ გამოწვევებს აჩენს და ჩვენ ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ“,- დასძინა პრემიერმა.

ცნობისთვის, სომხეთში საერთო ჯამში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1867 შეადგინა. ვირუსს ქვეყანაში 30 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო