The Telegraph - პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა სიაში ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მსხვილი დონორია

„ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამ სათაურით აქვეყნებს The Telegraph სტატიას, სადაც ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად სხვა შემომწირველების თანხის ოდენობებისა, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი. სტატიაში ნათქვამია, რომ 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს.

ავტორის თქმით, ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.

„Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი 255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მე-9 ადგილზე არიან. მას მოყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი (100-100 მილიონი დოლარი). დონორების სიაში მხოლოდ 2 ბრიტანელია: Bet365-ის დამფუძნებელი დენის კოუტსი (12,6 მილიონი დოლარი) და ვესტმინსტერის ჰერცოგი (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი). ქალები სიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ლინ შუსტერმანითა და მისი ქალიშვილი - სტეისით, რომლებიც როტშილდის დინასტიის შთამომავლები არიან და ამჟამად ხელმძღვანელობენ ნავთობისა და გაზის კომპანიას Samson Energy-ს“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა