ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2020

მამა დავითის საბრალდებო დადგენილება და დაცვის არგუმენტები –განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის დეტალები

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს

***

მამა დავითის საბრალდებო დადგენილება და დაცვის არგუმენტები –განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის დეტალები

“გორის რაიონულმა სასამართლომ განსასჯელ სასულიერო პირს მამა დავითს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარება. ბრალდება განსასჯელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან ხედავდა მისი მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. პროკურატურის თქმით მამა დავითი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა და სასულიერო პირი 2–თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი კი მამა დავითის საერთოდ გათავისუფლებას და ბრალდებების მოხსნას ითხოვდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მამა დავითის საბრალდებო დადგენილება და დაცვის არგუმენტები –განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის დეტალები

"თავად დაკავებული სასულიერო პირი, რომელსაც გამოძიება სულიერი ძმის განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონ შენახვა-შეძენას ედავება, ბრალს არ აღიარებს. "რეზონანსთან“ მისი ადვოკატი ალექსნადრე კობაიძე აცხადებს, რომ მამა დავით აქიაშვილი კატეგორიულად უარყოფს მამა საბას მისამართით სროლის ფაქტს და მასთან კონფლიქტს საერთოდ უარყოფს. ამტკიცებს, რომ მამა დავითს ალიბი აქვს და ის შემთხვევის დროს მონასტერში იმყოფებდა. თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმე, რომელმაც ის სროლის დროს ამოიცნო. ადვოკატი ასევე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მამა დავითსა და მამა საბას შორის დაპირისპირება აღდგომის დღეს ჯერ კიდევ ტაძარში დაიწყო. ადვოკატი იმასაც უარყოფს, რომ მამა დავითს საერთოდ იარაღი ჰქონდა. მისი მტკიცებით გამოძიებას იარაღი, რომლითაც მამა საბას ავტომობილი დაცხრილეს ამოღებული არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოძიების ინფორმაციით კი 20 აპრილს მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მამა საბას მკვლელობა სცადა. თავადპირველად მედიასთან მამა საბამ აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო და თქვა, რომ ის როგორც სასულიერო პირი, ამბის საიდუმლოდ შენახვის უფლებას იტოვებს. თუმცა იქვე დაამატა, რომ ის დაჭრილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია, რომელმაც ბერად აღკვეთის შემდეგ მეუფის გვარი მიიღო. ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე იყო. "რეზონანსი“ ყინწვისში მოღვაწე ბერებთნ გასაუბრებას შეეცადა, თუმცა არცერთმა მათგანმა ჩვენთან ღიად საუბარი არ მოინდომა. ერთ–ერთი სასულიერო პირი მედიასთან ანონიმურად ყვება რეალურად აღდგომის დღეს მონასტერში რა მოხდა. მისი თქმით, მამა დავითი მეუფე იობის მეშვეობით საკმაოდ გავლენიან სასულიერო პირად ითვლება და მასთან ღია დაპირისპირებას ვერავინ ბედავდა. თუმცა მას და მამა საბას შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო. მან ტაძრის წინამძღვარი არა ერთხელ გააფრთხილა, რომ იარაღით ნუ დადიოდა და ეს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი იყო. აღდგომის დღეს ნასვამმა ბერებმა კიდევ იჩხუბეს და მათი გაშველება მეუფე იობმა მოახერხა, რომელიც თავად იყო კონფლიქტის შემსწრე. ამის შემდეგ კი მამა საბა ავტომობილით ტერიტორიის გაცლას შეეცადა, თუმცა მას მამა დავითი ასევე ავტომობილით გამოედევნა და იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მამაო დაჭრას გადაურჩა, თუმცა მისი ავტომობილი დაცხრილულია”, - განაგრძობს გამოცემა.

"სწორედ ფაქტის უარყოფის გამო შესაძლოა მეუფე იაობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ვრცელდება ცნობები, რომ სინოდის წევრები მეუფისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ და არ არის გამორიცხული, რომ მას სინოდიც კი დაატოვებინონ. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ ირწმუნება, რომ საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. „ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, რომ მამაოს უპირობო გაათავისუფლონ და ყველა ბრალი მოუხსნან. დავიწყოთ იქიდან, რომ რეალურად პროკურატურის მოწმე დაზუსტებით ვერც ამტკიცებს, რომ მამა საბას მამა დავითმა ესროლა. მხოლოდ ამბობს, რომ მან ავტომობილში მჯდომი წვერებიანი ადამიანი დაინახა. თავდასხმის ფაქტს თავად მამა საბაც უარყოფს და მედიასთანაც თქვა, რომ დაჭრილი არ არის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მათ დაპირისპირება მამა საბასთან ტაძარში მოუვიდა, მცდარია. ასევე არ არის იარაღი ნივთმტიკცებად ამოღებული და ბუნებაში არ არსებობს დანაშაულის მტკიცებულება. ავტომობილი კი არის დაცხრილული, მაგრამ გამოძიებას არა აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ამ იარაღის მფლობელი მამა დავითია. მამაოს აქვს ალიბი, რომ ის შემთხვევის დროს მონასტერში იყო. ის დუმილის უფლებას იტოვებს და მხოლოდ ჩემთან საუბრობს“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

"გამოძიება ბრალის დადგენილებაში კი წერს, რომ 20 აპრილის ინცინდენტის დღეს სასულიერო პირმა მეორე მღვდელს ავტომატიდან 10-ჯერ ესროლა. „2020 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ყინწვისის მამათა მონასტერში, კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე მონასტერში სუფრად მყოფ - საბა ჟღენტთან. განაწყენებულმა კობა კობაიძემ გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა. იმავე დღეს, საღამოს საათებში კობაიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მივიდა სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ იქ უნდა გაევლო საბა ჟღენტს ავტომანქანით. კობა კაობაიძე ჩაუსაფრდა ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული და დაელოდა საბა ჟღენტის გამოჩენას. დაახლოებით 18 საათზე აღნიშნულ ადგილას გამოჩნდა საბა ჟღენტის ავტომანქანა. კობა კობაიძემ, შურისძიების მოტივით, მკვლელობის განზრახვით, ავტომატიდან დაახლოებით 10-ჯერ ესროლა საბა ჟღენტს. თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო, რადგან საბა ჟღენტი ავტომობილით შემთხვევის ადგილს გაერიდა,"- აღნიშნულია დოკუმენტში. მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს შეუფარდებს თუ არა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს. გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით ედავება”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს

“საგანგებო მდგომარეობა თუ გაგრძელდა, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება და არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება, შერეული სისტემით, რაც აწყობს ხელისუფლებას და იტყვის, რომ მე მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვერ ესწრება, ასეთ დღეში ჩაგვყარა კორონამ," - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს / „თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, ვთქვათ ივლისის ბოლომდე, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება“

"არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთანავე განახლდება მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარლალერად დაიწყება მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში. „საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნებმადე ორი თვით ადრე, ერთი თვე სჭირდება საჯარო განხილვას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე ინიშნება არჩევნები, მაგრამ თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდა მაისში და კორონვრიუსთან დაკავშირებით კვლავ გაგრძელდა, ვთქვათ ივლისის ბოლომდე, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება, რადგან ივლისის შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი. ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება ძველი სისტემით, რაც აწყობს ხელისუფლებას; იტყვის, რომ მე მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვერ ესწრება, ასეთ დღეში ჩაგვყარა კორონამო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ოპოზიციის კრიტიკა იქნება მეშვიდე ხარისხოვანი. მაგრამ თუ დასავლეთის მხრიდან იქნება მკვეთრი რეაქცია, მაშინ შეიძლება არჩევნების ჩატარების ვადამ გადაიწიოს და ჩატრადეს იმ სისტემით რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს," - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან