ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2020

ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2020

ყალიბდება თუ არა იმუნიტეტი და დაიხევს თუ არა პანდემია ზაფხულში – თენგიზ ცერცვაძე ინფექციონისტების ბოლო მიგნებებზე

რამდენ ხანს გასტანს ეპიდემიის პიკური პერიოდი

***

ყალიბდება თუ არა იმუნიტეტი და დაიხევს თუ არა პანდემია ზაფხულში – თენგიზ ცერცვაძე ინფექციონისტების ბოლო მიგნებებზე

“გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბოლო კვლევით დამტკიცდა, რომ სიცხე კოვიდ-19-ს კლავს. ამასთან, ახალი კორონავირუსის უსიმპტომოდ განვითარება ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც ვირუსი მარტივად მარცხდება. დამატებით, რა შეგვიძლია ვთქვათ ახალ ვირუსზე, შესაძლოა თუ არა უსიმპტომო პაციენტებში იმუნიტეტი მართლა ყალიბდებოდეს და სიცხე ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას ამცირებდეს, „რეზონანსი" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ყალიბდება თუ არა იმუნიტეტი და დაიხევს თუ არა პანდემია ზაფხულში – თენგიზ ცერცვაძე ინფექციონისტების ბოლო მიგნებებზე საუბრობს

"მისი თქმით, დღეს მხოლოდ ვარაუდის დონე შეიძლება ვისაუბროთ, როგორც მაღალ ტემპერატურის შემთხვევაში ვირუსის განადგურებაზე, ასევე იმუნიტეტის გამომუშავების ალბათობაზეც. საუბარი იმის შესახებ, რომ ზაფხულის სიცხე კორონავირუსს კლავს, არ შეგვიძლია, თუმცა, შესაძლოა გარკვეულწილად ხელს უშლიდეს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას. რაც შეეხება უშუალოდ იმუნიტეტის გამომუშავებას, ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, უსიმპტომო პაციენტებში შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომ, რაც უფრო რთულად და მძიმედ მიმდინარეობს ორგანიზმში ვირუსული ინფექცია, მით უფრო მაღალი იმუნიტეტი ყალიბდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვირუსი +56 გრადუსზე კვდება 30 წუთში, ხოლო +70 გრადუსზე 5 წუთში. ჩვეულებრივ ჰაერის ტემპერატურაზე, მაგალითად ზაფხულის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა მაქსიმუმ +40 გრადუსს აღწევს, ცნობები იმის შესახებ, რომ ეს ტემპერატურა ვირუსს კლავს თუ არა, არ არსებობს, უბრალოდ ყველა იმედოვნებს, რომ, როგორც წესი, ბევრ რესპირაციულ ინფექციას ახასიათებს, მაგალითად გრიპს, დათბობასთან ერთად წავა დაღამავალი გზით. ვარაუდობენ, რომ კოვიდი, როგორც რესპირაციული ინფექცია, შესაძლოა დათბობასთან ერთად დაბლა წავიდეს, მაგრამ რადგან ზაფხულის გავლენა კოვიდზე არავის გამოუცდია, ზუსტად არავინ იცის, ამაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი ისევე, როგორც ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა მას არ კლავს, მაგრამ მისი ეპიდემიის ინტენსივობა შესაძლოა შემცირდეს. არ არის აუცილებელი კლავდეს, უბრალოდ დათბობასთან ერთად მისი გავრცელების ინტენსივობა შესაძლოა წავიდეს დაღმა. რაც შეეხება იმუნიტეტსა და უსიმპტომო მიმდინარეობას შორის კავშირს, აქ ორი მხარე უნდა განვიხილოთ. ერთი, - უსიმპტომო მიმდინარეობა განპირობებულია იმით, რომ ამ ადამიანს სხვებისგან განსხვავებით იმუნიტეტი აქვს, მეორე - უსიმპტომოდ ვინც გადაიტანს, იმათ იმუნიტეტი რამდენად რჩებათ. არც ერთი ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული, მეცნიერულად შესწავლილი არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის ადამიანები, ვისაც ვირუსი უსიმპტომოდ გამოუჩნათ, ვერ ვიტყვით, რომ სპეციფიკური იმუნიტეტი აქვთ, - სპეციფიკური იმუნიტეტი რომ ჰქონოდა, საერთოდ არ დაემართებოდა, - დიდი ალბათობით, მათი ორგანიზმის არასპეციფიკური დამცავი ძალები უფრო მაღალია, ესეც იმუნიტეტის სახეობაა, ამიტომ შესაძლოა მასში ეს დაავადება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. რაც შეეხება იმათ, ვინც უსიმპტომოდ გადაიტანს ინფექციას, მათ რამდენად რჩებათ იმუნიტეტი, ესეც არავინ იცის, რადგან არავინ იცის, თუ როგორ იმუნიტეტს ტოვებს, ვისში ტოვებს და ვისში არა. რამდენიმე ვარიანტი განიხილავენ. ერთი, რომ ის ტოვებს ძალიან ძლიერ იმუნიტეტს, როგორც წითელა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთხელ დაგემართა, მეორეჯერ აღარ დაგემართება. ან შესაძლოა ის ტოვებდეს ნაწილობრივ იმუნიტეტს, როგორც გირიპის ვირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გრიპი გადაიტანე, 60% არის შანსი, რომ აღარ დაგემართოს, მაგრამ 40% შანსია იმისა, რომ მაინც დაგემართოს, თუმცა, უფრო მსუბუქად. წინასწარი ვარაუდის დონეზე, უსიმპტომოებს შეიძლება უფრო სუსტი იმუნიტეტი დარჩეთ, რადგან ითვლება, რომ რაც უფრო მძიმედ გადაიტანა ინფექცია პაციენტმა, მით უფრო ძლიერი იმუნიტეტი შეიძლება დატოვოს. რაც უფრო მსუბუქი იყო, თანაც უსიმპტომო, იმუნიტეტი დარჩება უფრო სუსტი ან სულ არ დარჩება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

რამდენ ხანს გასტანს ეპიდემიის პიკური პერიოდი

"ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების გათვლით საქართველოში ახლა ეპიდემიის პიკური პერიოდია, რომელიც ერთიდან სამ კვირამდე გასტანს. სპეციალისტები ამ დროის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობის დრამატულად ზრდას არ პროგნოზირებენ და იმედოვნებენ, რომ ეპიდემიის გავრცელების სტატისტიკის მონაცემებზე ე.წ. პლატო შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ კი ინფექციის გავრცელების დონე ნელ-ნელა დაბლა დაიწევს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რამდენ ხანს გასტანს ეპიდემიის პიკური პერიოდი

"ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის აზრით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება იქნება თუმცა, არა ასეულობით. მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან. გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი", - გააღნიშნავს გამოცემა.

"ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მხრივ ახლა დიდი რისკია და ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომ თან შეზღუდვები შერბილდეს და ამავე დროს, ეპიდემია უკან არ შემობრუნდეს. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაიცვან გაცემული რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და თავშეყრას და შეკრებებს მოერიდონ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა პიკური პერიოდი ერთიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს, რა დროსაც შესაძლოა ინფიცირების არა ასეული, არამედ ათეული შემთხვევები დაფიქსირდეს. „ახლა პიკურ პერიოდში ვართ, ეს შესაძლოა ორი, სამი კვირაც გაგრძელდეს, როდესაც შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა ზრდა იქნება არა დრამატული და ასეულობით, არამედ რამოდენიმე ათეული 10, 20, ან 30 პაციენტამდე, როგორც ახლანდელი მონაცემებით გვაქვს, ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ე.წ. პლატო შევინარჩუნოთ და დრამატული ზრდა არ მოხდეს. „ეპიდემიოლოგიურად ეს ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ ორ-სამ კვირას ასეთ დინამიკას შევინარჩუნებთ, ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სამი კვირის გასვლის შემდეგ, ახალი შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდეს და თანდათან ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. „პიკური პერიოდი ამ კვირის დასაწყისში დაიწყო და არავინ არ იცის ერთი კვირა გასტანს ორს, თუ სამს, ამაზე ზუსტად პასუხს ვერავინ ვერ გაგვცემს" - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, ეპიდემიისას ე.წ. ოქროს შუალედი ესაა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გატარებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, ადამიანები გაცემულ რეკომენდაციებს ისევ იცავენ იქამდე, სანამ ეპიდემიის საფრთხე სრულიდ არ ჩაივლის. ოქროს შუალედი არა მხოლოდ სახელმწიფოსთვისაა საჭირო, არამედ ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვისაც, შეიძლება სახელმწიფომ სხვადასხვა შეზღუდვები მოხსნას, რაც საჭიროცაა, რომ სოციალური ფონი ძალიან არ გაუარესდეს, ადამიანების ეკონომიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს. მაგრამ, საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, ის რეკომენდაციები, რაც არსებობს, შესაძლებლობებისდაგვარად სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, ასაკოვანი ხალხის გარეთ გადაადგილების საფრთხე - აი ეს რეკომენდაციები მოხსნილი შეზღუდვების მიუხედავად, რა თქმა უნდა მაინც უნდა გავაგრძელოთ იმიტომ, რომ ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა ასე უცბად ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენზე რაცაა დამოკიდებული, ეს ყველაფერი ისევ უნდა გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეამსუბუქებს გატარებულ ღონისძიებებს, ჩვენ შინაგანად საფრთხეს მაინც ვგრძნობთ და იმ რეჟიმში ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც ვართ. ანუ იმ რეკომენდაციებს ვიცავთ, რასაც სპეციალისტები მოგვიწოდებენ" - წერს სტატიის ავტორი.