ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ბორდერიზაციის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი სოფელ ტახტისძირში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება