ნათია თურნავა - მიუხედავად მოსახლეობის სურვილისა, რომ 80-მდე აგრარული ბაზარი ერთბაშად გაიხსნას, ეს მხოლოდ ძალიან მკაცრი ნორმების დაცვის შემთხვევაში მოხდება

მიუხედავად მოსახლეობის სურვილისა, რომ 80-მდე აგრარული ბაზარი ერთბაშად გაიხსნას, ეს მხოლოდ ძალიან მკაცრი ნორმების დაცვის შემთხვევაში მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, აგრარული ბაზრები რთულად ადმინისტრირებადი ობიექტებია, რადგან ბევრი ადამიანის თავშეყრას ითვალისწინებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია აქ სანიტარული ნორმების და ახალი ეპიდემიოლოგიური გაიდლაინების დაცვა. ამას სურსათის სააგენტო აკონტროლებს. ამიტომაც მიუხედავად მოსახლეობის სურვილისა, რომ 80-მდე ბაზარი ერთბაშად გაიხსნას, ეს მხოლოდ ძალიან მკაცრი ნორმების დაცვის შემთხვევაში მოხდება. უკვე გვაქვს ყველაზე მოწესრიგებული ბაზრის მაგალითები, რომელზეც სწორებას აიღებენ სხვა ბაზრები. ძალიან მალე ყველა გაიხსნება, თუმცა გავაკონტროლებთ,“- განაცხადა თურნავამ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების ზრდის საკითხს. მისი თქმით, აგრარული ბაზრების გახსნის შემდეგ მიწოდება გაიზრდება, რაც ფასებს მაქსიმალურად დაარეგულირებს.

„რაც შეეხება ფასებს, ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების არეალი, რომელიც აქამდე ეპიდემიის გავრცელების რისკის გამო გაჩერებული იყო, გაიზრდება. ესეც ფასების დარეგულირებაზე დადებითად იმოქმედებს. მოსახლეობას კვლავ შეეძლება პროდუქტი იქ შეიძინოს, სადაც ყველაზე უფრო მეტად აწყობს ფასების ან ხარისხის თვალსაზრისით. ეს მაქსიმალურად დაარეგულირებს ფასების ნაწილს,“ - აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა