დავით ზალკალიანი აშშ-ის მთავრობას - ჩვენ ერთად აღვუდგებით COVID-19-ის გლობალური პანდემიის გამოწვევას

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის, აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის.

„ჩემი გულწრფელი მადლობა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს COVID-19–ის მიერ შექმნილი სირთულეების ფონზე საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთად აღვუდგებით ამ გლობალური პანდემიის გამოწვევას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით ამ კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერები გამოვალთ“- წერს ზალკალიანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩომ, დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართველ დიპლომატებს, COVID-19 -ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული ძალისხმვისთვის.

„ყველა მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კოორდინაცია და პარტნიორობაა. დღეს მივესალმებით ჩვენს პატივცემულ კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათი ძალისხმევისთვის, დიპლომატიური მისიების ინფორმირებისას უსაფრთხოების, სამოგზაურო შეზღუდვებისა და სხვა საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით.“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია