გიორგი ვაშაძე მთავრობის ინიციატივებზე - ეს ან მიზანმიმართული პოლიტიკური მიზნების მქონე მავნებლობა, ან ელემენტარული უცოდინრობაა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე - ან ჯანმრთელობა ან ეკონომიკა - ან ჯანმრთელობა ან შიმშილი.

„ასევე ტყუილია, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მოხსნის ამ არათანაზომად შეზღუდვებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არის დაწესებული იმიტომ, რომ წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც აქტიურად გამოიყენეს მასიური ტესტირება და დიაგნოსტიკა, უკვე მოხსნეს ქვეყნის შიგნით შეზღუდვები. ტყუილი იყო, როცა გუშინ განაცხადეს, რომ ჩვენ ვიქნებით პირველი სახელმწიფო, ვინც გახსნის საზღვრებს და წლის ბოლოს მივიღებთ ტურისტებს, რადგან მაისში ხორვატია, ჩეხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია აპირებენ საზღვრების გახსნას და აქტიურად მუშაობას. საერთოდ ფარსია და ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია ყველა ის ინიციატივა, რომელსაც ისინი ამბობენ ეკონომიკის განვითარების კუთხით, თითქოს რაიმე წარმოებას განავითარებენ ქვეყანაში. ეს არის ან მიზანმიმართული პოლიტიკური მიზნების მქონე მავნებლობა, ან ელემენტარული უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მანვე მოსახლეობას მიმართა, ის გზა აირჩიონ, რომელსაც ირჩევენ განვითარებული ქვეყნები.

„მინდა, მივმართო საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ თუ აქტიურად არ მოვთხოვთ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ დროულად დასრულდეს შიდა შეზღუდვები, მასობრივად ჩატარდეს ტესტირება, გაიხსნას საზღვრები და არ დავიხოცოთ მშივრები, დამერწმუნეთ, რომ მათ უკვე გაგვწირეს შიმშილისთვის. ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც ირჩევენ ჩვენზე გაცილებით უფრო განვითარებული ქვეყნები. მათ აღელვებთ სამუშაო ადგილები, ხალხის შიმშილი, ჩვენს ხელისუფლებას კი ეს არ აღელვებს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი ინფორმაციით, დღეს საქართველომ 150 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა და ამ ტემპით ერთ თვეში 300-400 ათასამდე სამუშაო ადგილი დაიკარგება. ამასთანავე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ორშაბათს მისი გუნდი წარმოადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა მოიხსნას ქვეყანაში შეზღუდვები და გადარჩეს ეკონომიკა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა