მოქალაქეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით სარგებლობა დღეიდან ახალი პრინციპით შეეძლებათ

გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალის MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, MYGOV.GE-ის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე.

„ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე ამ წუთიდან მოქმედებს და შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.

დანარჩენი ყველა სერვისი იქნება მხოლოდ დაჯავშნის გზით, წინასწარ ელექტრონული რიგის მეშვეობით ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა საქართველოში ვირუსის შემოსვლამდე. ეს დროებით, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, შენობაში ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება“, - განაცხადა გუშინ წულუკიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში