სოსო არჩვაძე - დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი სერიოზული შანსია ეკონომიკის გადაფორმატებისა და ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის

პანდემიის პირობებში ეკონომიკის ამოქმედების მთავრობისეულ გეგმებზე, იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის ოპონენტების გამოთქმული მოსაზრებებზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის დოქტორს ოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, მას შემდეგ რაც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა გაგვაცნო, დღე არ გავა, რომ მასზე კრიტიკული მოსაზრება არ გამოითქვას. ვხედავთ, რომ კრიტიკაზე მთავრობა ნაკლებად რეაგირებს.

ანტიკრიზისული გეგმის თემას, ისევე როგორც მის კრიტიკის თემას, ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ახლა როცა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების პროგრამა დაამტკიცა, კარგი იქნება თუ ჩვენ საუბარს ამ საკითხის განხილვით დავიწყებთ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს მხარდაჭერას

თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის მიერ მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების დამტკიცებულ პროგრამას და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება პრემიერის განცხადება იმათთან დაკავშირებით, ვინც სამსახური დაკარგა?

- ვფიქრობ, უფრო სწორედ, იმედს გამოვთქვამ, რომ სამსახურდაკარგულთა რაოდენობა არ აღმოჩნდება ისეთი მაღალი, რის მასშტაბებიც ჩადებულია ანტიკრიზისულ გეგმაში - 350 ათასი კაცი.

წარმოიდგინეთ, დაქირავებით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 850 ათასამდეა. აქედან 200 ათასზე მეტი - საჯარო სექტორშია დასაქმებული, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნა არ ემუქრებათ. ყოველ შემთხვევაში - პანდემიის საბაბით.

გამოდის, რომ ანტიკრიზისული გეგმა სოციალური დაცულობის ქოლგის გაშლას აპირებს არასაჯარო სექტორში დასაქმებულთა თითქმის 55 პროცენტზე. მაგრამ 350 ათასი კაცი - ეს საქართველოს მთელი სამუშაო ძალის, დასაქმებულთა და უმუშევართა ერთობლიობის 17.5 პროცენტია.

ეს კონტინგენტი გამოირჩევა შრომის საშუალო ეროვნულზე უფრო მაღალი მწარმოებლურობით. ყოველი დასაქმებული დამამუშავებელ მრეწველობაში ქმნის საშუალო ეროვნულზე 37%-თ მეტ დამატებულ ღირებულებას, სამთომომპოვებით მრეწველობაში, შესაბამისად - 93%-ით მეტს, მშენებლობაში - 10%-ით, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში - 12% მეტს და ა.შ.)

ამიტომ არ ვვარაუდობ, რომ 350 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. მით უფრო, რომ ჩვენ ვიწყებთ კრიზისის ფაზიდან ნელნელა „თავის დაძვრენას“ და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის ვარდნა წელს 4 პროცენტს არ გადაჭარბებს.

ამიტომ არ ვვარაუდობ, რომ 350 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. მით უფრო, რომ ჩვენ ვიწყებთ კრიზისის ფაზიდან ნელნელა „თავის დაძვრენას“ და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის ვარდნა წელს 4 პროცენტს არ გადაჭარბებს

არ გამოვრიცხავ, რომ დახმარების რეალურად მიმღებ პირთა რაოდენობა 350 ათასზე მნიშვნელოვნად - დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებიც კი იყოს. ასე რომ, თქვენს კითხვაზე პასუხი ცალსახაა - ანტიკრიზისულ გეგმაში ჩადებული თანხა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც ეყოფოდა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარების პოტენციურ მიმღებთა რაოდენობას.

არ გამოვრიცხავ, რომ დახმარების რეალურად მიმღებ პირთა რაოდენობა 350 ათასზე მნიშვნელოვნად - დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებიც კი იყოს. ანტიკრიზისულ გეგმაში ჩადებული თანხა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც ეყოფოდა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარების პოტენციურ მიმღებთა რაოდენობას

- ალბათ ახლა აქტუალურია არა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ავკარგიანობაზე მსჯელობა, არამედ იმაზე ყურადღების გამახვილება თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს იგი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გამო „ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება“.

გასაგებია, რომ ეკონომიკის სფეროში მთავრობის მიერ საგანგებო ვითარებაში გადადგმული ნაბიჯების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა?

- იმისათვის, რომ დახმარების მასშტაბებზე ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ ვახსენოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც ხელისუფლებას მოუწია საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება.

საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, 2020 წლის პირველივე თვეებიდანვე უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დადგა. არაეკონომიკური (სამედიცინო-ბიოლოგიური) წარმომავლობის გარემოებამ სერიოზულად დაარტყა გლობალურ ეკონომიკას და მისი დაპაუზება, მოცულობის მხრივ კი სერიოზული შეკუმშვა გამოიწვია.

მართალია, არაერთი სიმპტომია იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა - მსოფლიოშიც და საქართველოშიც მალე შეწყდება, მაგრამ კრიზისს ექნება გრძელვადიანი შედეგები. კრიზისამდელი დონის მიღწევას საკმაო დრო დასჭირდება.

არაერთი სიმპტომია იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა მსოფლიოშიც და საქართველოშიც მალე შეწყდება, მაგრამ კრიზისს ექნება გრძელვადიანი შედეგები. კრიზისამდელი დონის მიღწევას საკმაო დრო დასჭირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების ჯამური სიდიდე, ამ ქვეყნებზე მსოფლიო ეკონომიკის 2/3-ზე მეტ მოდის, 2021 წელს 2019 წლის დონის მხოლოდ 98.1 პროცენტს მიაღწევს. ეს, ეკონომიკისათვის ამ ქვეყნებში, ფაქტობრივად, სულ ცოტა, ორ დაკარგულ წელს ნიშნავს.

ჩვენი სახელმწიფოსათვის კრიზისის მასშტაბებიც, მიუხედავად მთელი რიგი გატარებული ზომებისა და ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დახმარებისა, მეტ-ნაკლებად ამგვარი ტრენდის მატარებელი იქნება.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის შედარებითი სიმყიფე, შესაძლებლობანი და მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი ობიექტურად შეფასდეს ანტიკრიზისული გეგმა, მისი კომპონენტების რაოდენობრივი პარამეტრები და მიმართულებები.

გასათვალისწიებელია ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის შედარებითი სიმყიფე, შესაძლებლობანი და მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი ობიექტურად შეფასდეს ანტიკრიზისული გეგმა, მისი კომპონენტების რაოდენობრივი პარამეტრები და მიმართულებები

ჩვენი სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებულია და სახელისუფლებო პოლიტიკა აპრიორი, მიუხედავად იმისა, აქვს პანდემიას ადგილი თუ არა - ყურადღების ცენტრში აყენებს ადამიანს, მის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა გაიზარდა 3.1-ჯერ, მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯები სულ - მხოლოდ 1.8-ჯერ. მთლიანობაში, სოციალური დანიშნულების ხარჯების წილი სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებში 2012 წლის შემდეგ საქართველოში 1.5-ჯერაა გაზრდილი - 32 პროცენტიდან 48 პროცენტამდე.

ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ანტიკრიზისული გეგმის ის სოციალური პაკეტი, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება. იგი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან. ესაა დახმარება სუბსიდირების სახით და მონეტიზებული დახმარება.

თითოეული მათგანი, თავის მხრივ, რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება.

კერძოდ, სუბსიდირება ითვალისწინებს როგორც უშუალოდ მოსახლეობაზე კომუნალური ხარჯების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი) სუბსიდირებას. - მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური - ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი. მათ შორის - ელექტროენერგიის საფასური დაეფარა - 1.2 მილიონზე მეტ აბონენტს, ბუნებრივი აირისა კი - 670 ათასზე მეტ აბონენტს. აღნიშნულზე ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობის პირველადი მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტის ფასების შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 15 მლნ. ლარი შეადგინა.

კრიზისის წინააღმდეგ სახელისუფლებო კონტრშეტევის ცენტრალური მიმართულებად უნდა ჩაითვალოს უმუშევრობასთან დაკავშირებული სოციალური დახმარების პაკეტი ფინანსური სახით. კერძოდ, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ -

ა) დაქირავებით დასაქმებულები - ის დაქირავებული პირები, რომლებმაც კრიზისის გამო სამსახური დაკარგეს (ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში), 6 თვის მანძილზე მიიღებენ 1200-ლარიან დახმარებას (თვეში 200-200 ლარს). ამისათვის გათვალისწინებული 460 მლნ. ლარი პოტენციური რესურსი ფარავს დაახლოებით 350 ათას ადამიანს;

ბ) თვითდასაქმებულები - მათზე კომპენსაციები გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. - 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას ოჯახის წევრზე. ერთწევრიანი ოჯახისთვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 70 ლარს, 2 წევრიანი ოჯახისთვის - 90 ლარს, 10 წევრიანი ოჯახისთვის - 350 ლარს, ხოლო 15 წევრიანი ოჯახისთვის - 525 ლარს. კომპენსაცია გაიცემა 6 თვის განმავლობაში.

100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვები, მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

სადაც ერთი შეხედვით ბიზნესის ინტერესებია წინა პლანზე წამოწეული, იქაც ფაქტობრივად უნდა დავინახოთ დასაქმებულ პირთა მაქსიმალური დაცულობის სტრატეგია. კერძოდ, დამსაქმებელი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას: 750 ლარამდე ხელფასი 6 თვის მანძილზე განთავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასი - ასევე პირველი 750 ლარიდან საშემოსავლო გადასახადით. ამაზე 250 მლნ ლარია გათვალისწინებული.

2020 წლის 5 მაისიდან საქმიანობის განახლების უფლება მიეცათ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიას და ყველა იმ კომპანიას, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა იმ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან.

ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ჯამში, ფაქტობრივად, დასაქმების განახლება შეეძლებათ დაახლოებით 135 ათას კაცს, რაც ეროვნულ მეურნეობაში კრიზისამდე დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 13 პროცენტია აგრარული სექტორის გარეშე.

ჯამში, ფაქტობრივად, დასაქმების განახლება შეეძლება დაახლოებით 135 ათას კაცს, რაც ეროვნულ მეურნეობაში კრიზისამდე დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 13 პროცენტია აგრარული სექტორის გარეშე

განსაკუთრებით მინდა გამოვყო დახმარების პაკეტი ყველაზე მრავალრიცხოვანი და იმავდროულად, სიღარიბისადმი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფისათვის - პენსიონერებისათვის.

აქამდე პენსიების მომატება ხდებოდა პერიოდულად და მომატებიდან მომატებამდე ხშირად დროითი ლაგი საკმაოდ დიდი იყო, რომლის დროსაც, პერმანენტული ინფლაციის პირობებში, პენსიონერთა შემოსვლების მყიდველობითი უნარიაობა თანდათან კლებულობდა. ამჟამად ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილია: ა) პენსიების ყოველწლიური მატება; ბ) პენსიის სიდიდის მიბმა ინფლაციის მაჩვენებლებზე; გ) 70 წელს გადაცილებულთა პენსია დამატებით გაიზრდება ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის ოდენობით.

- პრემიერმა გიორგი გახარიამ ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტად პოსტკრიზისულ ვითარებაში ეკონომიკური აღორძინება დაასახელა. მეტიც, დაანონსა სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანიების მუშაობას განახლება.

მისივე თქმით, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, მაგრამ პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ ეკონომიკის ეტაპობრივად ამოქმედების თავისივე 6 ეტაპიან გეგმაში კორექტივები შეიტანა. მიზეზიც გასაგებია, რაც უფრო მალე დაიწყება ეკონომიკის ამუშავება, მით უფრო სწრაფად შეიძლება გამოვიდეს ეკონომიკა რეცესიიდან.

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას საყვედურობენ იმას, რომ კიდევ უფრო თამამად შეიძლებოდა ეკონომიკის ასამოქმედებლად ნაბიჯების გადადგმა.

თქვენი აზრით, ეკონომიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით კიდევ რა სფეროებში შეიძლებოდა უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა და რატომ?

- ზრუნვა მოსახლეობის ჯანდაცვასა და მის კეთილდღეობაზე - ეს მედლის ორი მხარეა და ამ ამოცანათა კავშირს ზიარჭურჭლის პრინციპით ერთიანობა, გაერთიანება განსაზღვრავს.

ორ თანაბარპერიმეტრიანი მართკუთხედიდან ფართობი იმის მეტია, რომელსაც ყველა გვერდი ტოლი აქვს - ე.ი., კვადრატია.

ამ თეზას თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, წარმატება მაქსიმალური, ოპტიმალური ექნება იმ პოლიტიკას, რომელიც თანაბარმნიშვნელობას ანიჭებს ეკონომიკასაც და მოსახლოების ჯანდაცვასაც.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, აქ თამამად შეგვიძლია ვისარგებლოთ ძველი ბერძენი მედიცინის პატრიარქის ჰიპოკრატეს შეგონებით - „არ ავნო!“. ანუ სანამ რაიმეს მოიმოქმედებ, ჰიპოკრატე ავადმყოფთან მიმართებაში საუბრობს, მაგრამ თამამად შეიძლება მისი გავრცელება მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მანამ უნდა დარწმუნდე, რომ აღნიშნული ქმედება არ დააზიანებს ზემოქმედების ობიექტს, პაციენტს, საზოგადოებას.

თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ აღარავითარი შეზღუდვა არ არსებოდეს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ინდივიდუალიური კერვა და რემონტი. ამ სეგმენტებში საქმიანობის განახლების მზაობის რესურსი დღეისათვის ჯამურად არანაკლებ 75-80 ათასი კაცია.

დღევანდელი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ აღარავითარი შეზღუდვა არ არსებოდეს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ინდივიდუალიური კერვა და რემონტი. ამ სეგმენტებში საქმიანობის განახლების მზაობის რესურსი დღეისათვის ჯამურად არანაკლებ 75-80 ათასი კაცია

- მას შემდეგ რაც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა გაგვაცნო, დღე არ გავა, რომ მასზე კრიტიკული მოსაზრება არ გამოითქვას. ვხედავთ, რომ კრიტიკაზე მთავრობა ნაკლებად რეაგირებს.

- ძირითადად ვინ აკრიტიკებს? - ოპოზიცია. მე, და, დარწმუნებული ვარ, თქვენც ის უფრო გაგიკვირდებოდათ, ოპოზიციას ხოტბა რომ შეესხა სამთავრობო გეგმისათვის. ოპოზიციის ინსტიტუციური ფუნქციაა აკრიტიკოს ხელისუფლება. ამასთან, თუ ეს კრიტიკა რეალური ნაკლოვანებების გამოსწორებაზეა ორიენტირებული, მაშინ იგი კონსტრუქციულია, თუ თითიდან გამოწოვილ თემებზე ხდება საზოგადოების ყურადღების გადატანა და მხოლოდ საკუთარი თავის შეხსენებასა და არსებობაზე უნდათ ყურადღების გადატანა, ასეთი ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკური ნარცისიზმის ტყვეობაში რჩება.

მათ „რჩევებს“ ყურადღება არც უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ. ასეთ პოპულისტ ოპოზიციაზე მახსენდება სტროფი იოსებ გრიშაშვილის ერთი ლექსიდან: „არ სჯობიან, გზა განვაგრძო/ ჩემს ჭკუაზე, დინჯად, ნელად,/ მე რომ ამათ ყური ვუგდო,/ გადამრევენ უეჭველად!“

დაახლოებით იგივე შინაარსობრივი დატვირთვის ფრთოსანი ფრაზა აქვს ნათქვამი ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს (1968-1970 წწ.) ჟოაო სალდანიას ნაკრების შემადგენლობაზე - „ბრაზილიაში ფეხბურთის 80 მილიონი ფანატიკოსია და ყოველ მათგანს შეუძლია დაასახელოს ნაკრების იდეალური შემადგენლობა. მაგრამ „მარაკანაზე“ სათამაშოდ გავა ის შემადგენლობა, რომელსაც მე დავასახელებ“

ეს არის დემოკრატიის პრინციპი, როდესაც საზოგადოების წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური გუნდი გარკვეული დროით, მომავალ არჩევნებამდე, ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც სწორედ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.

საზოგადოების წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური გუნდი გარკვეული დროით, მომავალ არჩევნებამდე, ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც სწორედ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს

წინა ხელისუფლება თავს იწონებდა სლოგანით - „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“. ჩემი აზრით, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის და საერთოდ, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უფრო უპრიანია სლოგი - „საქმენმან შენმა გამოგაჩინოს“...

- „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გამო „ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება“.

გასაგებია, რომ ეკონომიკის სფეროში მთავრობის მიერ საგანგებო ვითარებაში გადადგმული ნაბიჯების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლებასაც, საზოგადოებსაც, „ერსაც და ბერსაც“ უპრეცენდენტო ვითარებაში უხდება საქმიანობა, არნახულ გამოწვევებთან გამკლავება.

ჩვენს პატივცემულ ექიმთა პროფესიულ ტერმინოლოგიას რომ დავესესხოთ, რაიმე კლასიკური „პროტოკოლი“ ამგვარი კრიზისისადმი, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არა ეკონომიკური, არამედ სამედიცინო-ბიოლოგიური წარმომავლობისაა, არ გვქონია და ამ პროტოკოლის ცალკეული მუხლები, რომ იტყვიან, გზადაგზა იწერება, იხვეწება და სწორდება.

როგორ გინდათ, რომ ვითარებაში, როდესაც ჩვენ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ნორმალური სიარულის სწავლა სირბილის დროს გვიწევს, ყველაფერი უზადოდ და უშეცდომოთ ჩატარდებოდა?!

ვფიქრობ, ხელისუფლების ეფექტიანობის დონე თუ მარგი ქმედების კოეფიციენტი კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში სადღაც 85-90 პროცენტის დონეზეა. კიდევ უფრო მაღალ შეფასებას მივცემდი ხელისუფლებას იმ ოპერატიულობასა და რეაგირების სისწრაფეში, რასაც ის იჩენს პანდემიით წარმოქმნილი პრობლემების მიმართ.

გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ნაბიჯის ეფექტიანობას მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ, რამდენიმე ხნის შემდეგ ვხედავთ და ვამჩნევთ. - თუმცა, იგივე მდგომარეობაა მედიცინაშიც. ნებისმიერი პრეპარატის ეფექტიანობაზე დასკვნა მხოლოდ კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, გარკვეული დროის გავლის შემდეგაა შესაძლებელი.

რაც შეეხება „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძისეულ შეფასებას, რომლითაც „ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება“, დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების თავად მის ავტორსაც არ სჯერა.

ფაქტი ისაა, რომ სახელისუფლებო გუნდმა ინტენსიურად, ოპერატიულ რეჟიმში იმუშავა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და მთელ მსოფლიოში არსებულ ასეთ რთულ ვითარებაში მიიღო პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერა.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც IMF-თან პროგრამის გაგრძელების ახალ პირობებზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, მიღწეულია შეთანხმება 1.5 მლრდ. აშშ დოლარის კრედიტის მიღებისა და კიდევ 1.5 მლრდ. აშშ დოლარის კერძო სექტორის წვდომისათვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დახმარების მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდაზე.

სერიოზული ძალისხმევაა მიმართული რეალური სექტორის განვითარებისა და ყველაზე მეტად დაზიანებული სფეროების, ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი, სწრაფი რეაბილიტაციისათვის. მიმდინარეობს მუშაობა სასურსათო ბაზრის დივერსიფიცირებისა და აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის შესამცირებლად.

ამიტომ საუბარი ზოგადად ქვეყნის მასობრივ შიმშილობაზე აბსოლუტურად უადგილოა, ხოლო ცალკეული პირების, შინამეურნეობებისა და სოციალური ჯგუფების აღნიშნული პრობლემისაგან დაცვის ღონისძიებებზე ფაქტობრივად ჩვენ ზემოთ უკვე გავეცით პასუხი.

თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, ეს გამოჩნდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ დროულად და უკანდახევის გარეშე შევძლებთ კრიზისის დაძლევის ერთი პუნქტიდან, ეტაპიდან მეორეზე გადასვლას.

პოსტკრიზისული განვითარების გეგმაზე მუშაობა ჯერჯერობით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ მასში ასახვას ჰპოვებს ყველა ის რაციონალური აზრი, წინადადება, რომელიც ამჟამად ყალიბდება არა მარტო სამთავრობო სტრუქტურებში, არამედ ოპოზიციის ბანაკშიც

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება, დიდი როლი ენიჭება აგრეთვე საზოგადოების წევრთა პასუხისმგებლიან ქცევას - თვითიზოლაციის, კარანტინის, ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვისას.

ამ მიმართულებით მოქალაქეთა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას მინიმუმამდე შეამციროს ინფიცირების შემთხვევები და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაზოგოს ათეულობით მილიონი ლარი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი გახდება სხვადასხვა სოციალური პროექტის დასაფინანსებლად, მათ შორის შემცირებულშემოსავლიან პირთათვის პირდაპირი ფულადი დახმარების გზით.

ფაქტობრივად, დაზოგილი თანხა ხომ იგივე გამომუშავებული თანხაა. განა იმავეს არ ამბობს ინგლისური ანდაზა - „პენის დაზოგვა - პენის შოვნას უდრის“?!

საბოლოო დასკვნების გაკეთება, მართალია, ჯერ ნაადრევია, მაგრამ უკვე იკვეთება იმის ნიშნები, რომ საქართველო თანდათან ქმნის ხელსაყრელ, მისაბაძ პირობებს და მოდელს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის ბიზნესის განვითარებისთვისაც და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზებაშიც.

აბსოლუტურად მესმის „ლელოს“ დამფუძნებლის პათოსი, რომ საქართველო ნიორის, ხახვის, პომიდვრისა და სხვა აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ასევე ის, რომ სახელმწიფო ხალხს ერთწლიანი კულტურების მოყვანაშიც უნდა დაეხმაროს

- მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ორჯერ განაცხადა, მთავრობამ ოპოზიციას სალაპარაკო არ დაუტოვა, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკოსების რიცხვი კი არ იკლებს, არამედ მატულობს.

გასაგებია, რომ საქართველოს ეკონომიკა კი არა წამყვანი ეკონომიკები ისეა დაზარალებული, მათი კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა მოსალოდნელი არაა. მაგრამ „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით არა ერთი წინადადება გააჟღერა. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად 6-მილიარდიანი ფინანსების მიზნობრივად გამოყენება, ასევე ეკონომიკის განვითარების ფონდის შექმნა და ასე შემდეგ.

გასაგებია, რომ ხელისუფლება არც ხაზარაძის და არც სხვა ოპონენტების მოსაზრებებს არ იმჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანის თუნდაც ხაზარაძისეული გეგმები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ეკონომიკის სწრაფ ამოქმედებასთან დაკავშირებით „ლელო საქართველოს“ რომელ წინადადებებს გაითვალისწინებდით და რატომ?

- შევთანხმდეთ, რომ მთავრობის წარმოდგენილი გეგმა არის მხოლოდ კრიზისის დაძლევის გეგმა. პოსტკრიზისული განვითარების გეგმაზე მუშაობა ჯერჯერობით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ მასში ასახვას ჰპოვებს ყველა ის რაციონალური აზრი, წინადადება, რომელიც ამჟამად ყალიბდება არა მარტო სამთავრობო სტრუქტურებში, არამედ ოპოზიციურ ბანაკშიც.

ანაკლიის პორტის დატვირთვაში უნდა გაიზარდოს საქართველოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის წილი როგორც ტრადიციული, ისე პერსპექტივაში ჩინეთიდან „შემოკედლებული“ წარმოებების საექსპორტო პოტენციალის ხარჯზე. ამ რესურსს მე დავუმატებდი აგრეთვე მტკნარი, სასმელი წყლის ექსპორტს, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე, ნავთობისაგან განსხვავებით, მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება

ამ უკანასკნელის წარმომადგენლებიც ამ ქვეყნის შვილები არიან, თუმცა ზოგიერთ მათგანს, ზოგჯერ ამბიციების, გამოუცდელებბის თუ რიგ სხვა მიზეზთა გამო, ცნობილი ნათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, საკუთარი თავი უფრო უყვართ სამშობლოში, ვიდრე სამშობლო - საკუთარ თავში...

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არც ერთი კონსტრუქციული წინადადება ქვეყნის დაჩქარებული განვითარებისათვის, შესაბამისი ინსტიტუციური და ორგანიზაციული რეფორმების თაობაზე, არ დარჩება ყურადღებისა დაა სერიოზული განხილვის გარეშე.

დაჩქარებული განვითარების გზა კი კრეატიული და მაღალინტელექტუალური ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის და წარმოების, შესაბამისი კადრების სტიმულირებისა და წახალისების უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმზე გადის.

სხვათა შორის, გასული წლის მაისში საქართველოში სტუმრად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კრისტინა ლაგარდმა თავის პრეს-კონფერენციაზე, გამოხატა რა ამ ორგანიზაციის უპირობო მხარდაჭერა საქართველოში განათლების მზარდი დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკისადმი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ჩვენი ქვეყნის ადგილს XXI საუკუნეში გლობალურ ეკონომიკაში მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქციის წარმოების სეგმენტში ხედავს.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სწრაფი განვითარება დიდწილად ექსპორტის ზრდაზეა დამოკიდებული. მაგრამ ეს ზრდა რომ თვალსაჩინო იყოს, ამისათვის საჭიროა - ა) რეალური სექტორის „გადაწყობა“ საექსპორტო საჭიროებებზე - ამჟამად პანდემიამდე არსებული მდგომარეობით ქვეყნის ეროვნული პროდუქტის 3/5-ზე მეტი მოდის მომსახურების სექტორზე და 2/5-ზე ნაკლები რეალურ სექტორზე (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა...)

ასეთი სტრუქტურული კონფიგურაციით, თანაც ექსპორტში ნედლეულისა და აგროსასურსათო პროდუქციის მაღალი წილით, სავაჭრო ექსპანსიის განხორციელება უაღრესად სათუოა.

ბ) მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა - ამჟამინდელი „შეკუმშული“ გლობალური მოთხოვნის თანდათან გაშლა და ზრდა, მათ შორის საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. გლობალური მასშტაბით (გა)იზრდება კონკურენცია და ამიტომ წარმოების დივერსიფიკაციაა და ხარისხის ამაღლება ის საარტილერიო ჭურვებია, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კონკურენციაში წარმატების მიღწევა და სხვა ქვეყნების პროტექციონისტული კედლების შენგრევა...

ამასთან, აბსოლუტურად მესმის „ლელოს“ დამფუძნებლის პათოსი, რომ საქართველო ნიორის, ხახვის, პომიდვრისა და სხვა აგროპროდუქტის იმპორტზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ასევე ის, რომ სახელმწიფო ხალხს ერთწლიანი კულტურების მოყვანაშიც უნდა დაეხმაროს.

დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვანწილად სერიოზული შანსია ეკონომიკის გადაფორმატების, ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის. ის სახელმწიფოები შეძლებენ წარმატებების მიღწევას, რომლებიც სხვებზე ადრე და სისტემურად შეძლებენ აღნიშნულ გამოწვევებზე ადეკვატურ რეაქციას

უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენი სტრატეგია უნდა გახდეს, რომ უახლოეს წლებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო მინიმუმამდე დავიყვანოთ და შევცვალოთ საპირისპირო მდგომარეობით - გავიტანოთ მეტი, ვიდრე შემოგვაქვს. ამით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში დავტოვოთ ყოველწლიურად 400-500 მლნ. აშშ დოლარი, რომელიც საქართველოდან გადის აგრსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდოს გამო.

ხაზს ვუსვამ, შემოტანის ხელოვნურ შემცირებაზე კი არ უნდა „ვიზრუნოთ“ ,არამედ შიდა მოხმარებაში არსებითად გავზარდოთ ადგილობრივი წარმოების წილი. რომ იტყვიან, „სად უნდა გამოვყოთ თავი, როცა გაიგებენ“, რომ საქართველოში მოხმარებული ფრინველის ხორცის მხოლოდ 30 პროცენტია ადგილობრივი წარმოების, დანარჩენი - 70 პროცენტი - იმპორტირებულია.

მარტო შარშან 65 მლნ. აშშ დოლარის ფრინველის ხორცის იმპორტი განვახორციელეთ საზღვარგარეთიდან, მათ შორის თითქმის 3 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან.

- ახლა როცა ისეთი პირი უჩანს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემა თუ დასამარებული არა, დაკონსერვებულია აშკარად, მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით სულაც არაა გამორიცხული არსებობდეს, თანაც გაჩნდეს იმის რესურსი, რომ ანაკლიის პორტის თემა აქტუალური გახდეს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედაც რომ მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი ვითარებების გამო კვლავ აქტუალური და რეალური აღმოჩნდეს ანაკლიის პორტის თემა?

- დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელობა აქვს კაპიტალის სიდიდეს და მისი ბრუნვის სისწრაფეს. ჩვენი პენსიონერი საშუალოდ 78 წელი კი არა, 378 წელი რომ ცოცხლობდეს, მისი პენსიის ჯამური სიდიდე მილიონ ლარს მიაღწევდა.

ის, რომ ორიათას... წელს ანაკლიის პორტი ამუშავდება და შავი ზღვის აუზის მასშტაბით წამყვან პოზიციებს დაიკავებს, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. საქმე - დროშია, რომელიც რაგინდ ბანალურად ჟღერდეს, მართლაც ფულია და თანაც დროის თითოეული ერთეული, დღე, თვე, წელი - მზარდი ღირებულების.

რაც მალე მოხდება მისი მშენებლობა და ექსპლუატაციის დაწყება, მით უკეთესი იქნება საქართველოს ეკონომიკის, მისი გეოპოლიტიკური სტატუსისა და უსაფრთხოებისთვის.

ანაკლიის პორტის დატვირთვაში უნდა გაიზარდოს საქართველოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის წილი როგორც ტრადიციული, ისე პერსპექტივაში ჩინეთიდან „შემოკედლებული“ წარმოებების საექსპორტო პოტენციალის ხარჯზე. ამ რესურსს მე დავუმატებდი აგრეთვე მტკნარი, სასმელი წყლის ექსპორტს, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე, ნავთობისაგან განსხვავებით, მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება.

რატომ არ უნდა სცადოს საქართველომ ამ სიტუაციაში და არ გადადგას ნაბიჯები წარმატებული კომპანიების საქართველოში შემოყვანაზე?! უპირატესობების მთელი თაიგული გვაქვს, მათი არდანახვა და არგამოყენება დანაშაული იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და მომავალი თაობების წინაშე

მართალია, წყლის მსოფლიო ბაზარი საკმაოდ სტრუქტურირებულია, მაგრამ შეიძლება ამ მიმართულებით მუშაობა, რათა ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში შესვლისათვის უკვე შეგვეძლოს ამ პორტის შესაძლებლობების გამოყენება ამ ასპექტითაც.

სწორედ ამგვარი მოდელის ფორმატშიც უნდა შევხედოთ ანაკლიის პორტის მშენებლობისა და მომავალში საქართველოს წყლის მსოფლიო ბაზარზე მასშტაბური გასვლის სინქრონიზაციას.

ასე რომ, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვანწილად სერიოზული შანსია ეკონომიკის გადაფორმატებისა და ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის. ის სახელმწიფოები შეძლებენ წარმატებების მიღწევას, რომლებიც სხვებზე ადრე და სისტემურად შეძლებენ აღნიშნულ გამოწვევებზე ადეკვატურ რეაქციას.

მხოლოდ ასეთ კონტექსტში გახდება შესაძლებელი კრიზისით გამოწვეული ზარალის სწრაფი დაძლევა და ხანგრძლივი დროის მანძილზე დინამიური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

- დამკვირვებელთა ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ახლა კარგი დროა საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი უპირატესობები. ჩვენს უპირატესობებზე საუბრისას დასავლური მეტია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი საინვესტიციო გარემო აქვს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესისათვის.

რამოდენიმე ხნის წინ მინისტრმა ნათია ტურნავამ განაცხადა, რომ იაპონურმა, სამხრეთ კორეულმა და გერმანულმა კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი ჩინეთში თავისი ბიზნესის ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იაპონურმა, სამხრეთ კორეულმა და გერმანულმა კომპანიებმა თავისი ბიზნესები ჩინეთიდან საქართველოში გადმოიტანონ?

- კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო დაირღვა ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირები, სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ურთიერთობები, მდგრადობის სერიოზულ გამოცდას გადიან ვალდებულებები, საკონტრაქტო ქსელები, მიწოდების ჯაჭვები, რომლებსაც ყველა და ყველგან ვერ უძლებენ.

მრავალმა ქვეყანამ და მსხვილმა კორპორაციამ გადაწყვიტა თავისი აქტივების ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადატანა. ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის QIMA-ს ჩატარებული გამოკითხვით, ჩინეთის დატოვებას აპირებს ამერიკული კომპანიების 80% და ევროპული კომპანიების 67%.

იაპონიის მთავრობამ უკვე გამოყო 240 მლრდ. იენი ($2.2 მლრდ.) იაპონური კომპანიების ბიზნესის ჩინეთიდან სამშობლოში (ძირითადად) ან სხვა ქვეყნებში გადასატანად. 2600 იაპონური კომპანიიდან 7 პროცენტი უკვე აქტიურად ახორციელებს გადატანისათვის ხელსაყრელი ქვეყნების მოძიებას ან უკვე გადააქვთ იქ საკუთარი ბიზნესი.

რატომ არ უნდა სცადოს საქართველომ ამ სიტუაციაში და არ გადადგას ნაბიჯები წარმატებული კომპანიების საქართველოში შემოყვანაზე?! - ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, შედარებით იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, გასაღების ბაზრებთან სიახლოვე, ბიზნესის კეთების სიიოლე მე-7 ადგილი მსოფლიოში - საუკეთესო მაჩვენებელი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაბალი საგადასახადო ტვირთი, მშპ-სთან მიმართების მხრივ - 1.9-ჯერ უფრო დაბალი ევროზონასთან შედარებით.

მოკლედ, უპირატესობების მთელი თაიგულია, მათი არდანახვა და არგამოყენება დანაშაული იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და მომავალი თაობების წინაშე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს