დავით ჭიჭინაძე - თუ მთავრობაში ქვეყნის მტრები არიან, შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობა კიდევ გააგრძელონ და ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება საერთოდ აღარ მისცენ

მთავრობაში თუ ქვეყნის მტრები არიან, შეუძლიათ კიდე გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა და ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება საერთოდ აღარ მისცენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად კანონის შეცვლას ითხოვს.

ჭიჭინაძის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობა თავიდანვე ისე გამოაცხადეს, „ეკონომიკაზე არც კი უფიქრიათ“. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეკონომიკა ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკას ყველაზე მეტად ანგრევს.

„თუნდაც ახლა, სამი თვის შემდეგ, ხალხს კრედიტების გადახდა რომ მოუწევს, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული? აი, ამ კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ პარლამენტში, შესაბამისი პროფილის კომიტეტებში, თორემ გახარიას ნახვა ნამდვილად არავის ენატრება. ძალიან ბევრი კანონია ამ ქვეყანაში შესაცვლელი, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, შემდეგ ამ ადგილების დაფინანსებასა და ზოგადად ბიზნესის განვითარებას, რადგან იმდენი სამუშაო ადგილია უკვე დაკარგული, არამგონია, ამის აღდგენას სამი, ან თუნდაც ექვსი თვე ეყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ამ ციფრების ბრახაბრუხი არც ანტიკრიზისული გეგმაა და მითუმეტეს არც ეკონომიკა. ელემენტალურად მაგალითისთვის. დაანონსდა სამუშაო ბიზნესის გახსნა, მაშინ როდესაც რეალობა ასეთია: ბანკები სესხებს არ იძლევიან; შეზღუდულია გადმორიცხვები; შემოსავლებიც პრაქტიკულად არავის აქვს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანების გარდა, ვინც ისედაც დიდი ხანია უკვე ყველაფერი იყიდა. ანუ, რეალურად მყიდველი არ არსებობს და რას ვეუბნებით ამ ხალხს, ახალი ვალი აიღეთ და მერე დარეგულირდება ყველაფერიო?! კიდევ, მთავრობამ დღევანდელ რეალობაში ტურიზმზე კი არა, იმაზე უნდა იფიქროს, ნაციონალური ავიაკომპანია როგორ შექმნას. მითუმეტეს, რომ გადაზიდვები მცირდება, ფასები იზრდება... აი, ეს ყველაფერია დასათვლელი“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ