მეუფე იაკობი - სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები?

სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გამოჩენილი თავდადებისთვის და შექმნილ ვითარებაში სინოდის ერთიანობას გაუსვა ხაზი.

„მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეთ. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ხომ ყველაფერი. პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა და ყველა რა, იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ჰქონდა გაგიკვირდებათ. კიდევაც, ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს. ერთმანეთს კიდევაც განვიკითხავთ, ადამიანები ვართ, ზოგს ერთმანეთის მიმართ შური ჰქონდა, დაგვაძლევინა ეს უფალმა და მამასთან საძმო, უფროსი და უმცროსი ძმები, ერთად მივდიოდით. მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია, სხვებს მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა