პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის გაცნობის მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, „ბუღალტერთა კავშირის“ წევრებთან ონლაინ კონფერენცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ვიდეო კონფერენციას თხუთმეტამდე ონლაინ საკომუნიკაციო ჯგუფი დაუკავშირდა.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს.

ლევან დგებუაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარება და ბიზნესის ხელშეწყობა.

,,ყველა ის მოქალაქე, რომელმაც დაკარგა შემოსავალი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს მხარდაჭერას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას, რაც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მიზნობრივ დახმარებას შეეხება, " - განაცხადა ლევან დგებუაძემ.

„შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე და კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობისთვის, ასევე დასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად, შესაბამის უწყებებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია