მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ რუსეთთან საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს, რომლის გახსნასაც 17 მაისისთვის გეგმავს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. აკრძალვა ეხება ყველას ყოველგვარი გამონაკლისის სახით, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლას. ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი 14 წლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ასევე არიან დედა და 6 წლის შვილი ახალგორიდან. ოკუპირებული რეგიონის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოში ორი ექთანი მოათავსეს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფებთან და მძღოლთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა