ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ნათელი ხდება ის გეგმა და სტრატეგია, რომელიც ამ ჯგუფებს აქვთ შემუშავებული

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ნათელი ხდება ის გეგმა და სტრატეგია, რომელიც ამ ჯგუფებს აქვთ შემუშავებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მათი ბოლოდროინდელი განცხადებებიდან ცხადი ხდება, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალები თავიდანვე არ გეგმავდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას. ანრი ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მათ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან და შესაბამის შეფასებებსაც გააკეთებენ.

„მათი განცხადებებიდან იკვეთება, რომ თავის დროზე ეს ჯგუფები იძულებულები გახდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დათანხმებოდნენ მხოლოდ ფორმალურად მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა, რეალურად მათ არც ჰქონიათ გეგმაში ამ შეთანხმების ბოლომდე შესრულება და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მხარდაჭერა. ეს გეგმა უკვე გამოაშკარავდა ამ ბოლო პერიოდში მათი განცხდებებით.

ეს არის მათი სტრატეგია, რომ შექმნან ფონი, თითქოს იმიტომ არ უჭერენ საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარს, რომ „ქართული ოცნება“ თითქოს რაიმეს არ ასრულებს. რეალურად „ქართული ოცნება“ ასრულებს იმ დანაპირებს და შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით, შესაბამისად, არანაირი საფუძველი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს არ გააჩნიათ, თუმცა, რეალურად მათ არც არასდროს ჰქონიათ სურვილი დაეცვათ ეს შეთანხმება.

რეალურად, ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს ჯგუფები არ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას, იმედი მაქვს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან მათ ამ განცხადებებს და აანალიზებენ რეალურ სურათს, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს მიეცემა შესაბამისი შეფასება,“- აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა