ამირან გამყრელიძე - სოციალური დისტანცირება დიდხანს დაგვჭირდება, ეს არ იქნება მხოლოდ ზაფხულში, დამერწმუნეთ, აუცილებლად იქნება შემოდგომაზეც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირების დაცვა საჭირო იქნება არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„სოციალური დისტანცირება, როცა ვამბობთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად, ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება. ეს არ იქნება მხოლოდ ზაფხულში. დამერწმუნეთ, ეს აუცილებლად იქნება შემოდგომაზეც. მაგალითად „ესპანკა“ გაგრძელდა 2 წელიწადი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინას, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის გამოცდას დიდი ხანი დასჭირდება,

„ვაქცინა კოვიდის გაშიფვრიდან დაახლოებით 3-4 კვირაში ჰქონდათ ლაბორატორიებს. ბევრს ჰქონდა, მაგრამ ამ ვაქცინის გამოცდას სჭირდება დიდი ხანი. ჯერ პატარა ცხოველებზე, მერე დიდ ცხოველებზე, შემდეგ ადამიანებზე, მთელი ფაზებია მისი, რომ უსაფრთხო იყოს იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი უნდა აცრან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მერე კიდევ არ იცი, ეს ვაქცინა მოგცემს თუ არა მუდმივ იმუნიტეტს, როგორც მაგალითად, როცა წითელას ვაქცინას იკეთებ, ორჯერ გაიკეთებ და მთელი სიცოცხლე დაცული ხარ, თუ ეს ვაქცინაც იქნება გრიპივით, რომელიც ყოველ შემოდგომაზე უნდა გაიკეთო. ჯერ ამაზეც ბევრი მსჯელობა მიდის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის