ოკუპირებულ ცხინვალში  გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 7 სამხედრო კურსანტია

ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის რვა შემთხვევიდან 7 სამხედრო კურსანტია, რომლებიც სწავლებას რუსეთში გადიოდნენ. ამის შესახებ ე.წ. „იუგოსეტპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკაში“ ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი იზოლირებულნი არიან და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

კოჩიევა აცხადებს, რომ ამჯერად ყველა პირს, რომელიც რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში გადიოდა სწავლებას, კორონავირუსზე ტესტს უტარებენ.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის 8 შემთხვევიდან 7 სამხედრო კურსანტია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა