გიორგი კახიანი - იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი დაინიშნა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ესეც მიუღებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს. როგორც გიორგი კახიანი ამბობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინულ პოლიტიკურ პოლიტიკურ სპექტრში სკეპტიკური დამოკიდებულებაა.

„მოგეხსენებათ, მისი კანდიდატურა განიხილებოდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ის რომ ასეთი დანიშვნა არ მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში არის ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იქნა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვქონდა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დაინიშნა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ესეც არის მიუღებელი გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მსჯავრდებული და მსჯავრდებულთან მიმართებით სხვა კითხვები უნდა ჩნდებოდეს და არ უნდა ხდებოდეს მისი დანიშვნა თუნდაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. რაც შეეხება ელჩის გამოძახებას, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ დანიშვნის ფაქტი რამენაირად შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე, ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანიშვნიდან გამომდინარე გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს მომდევნო ურთიერთობებზე,“- აცხადებს კახიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო