თბილისის მერია - გლდანში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მერიიდან აცნობეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხუთ მისამართზე წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება.

„მათ შორის, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N29 კორპუსში მიმდინარეობს, სადაც რვავე სადარბაზოში არსებულ დაახლოებით, 410 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. მასზე გამგეობის ბიუჯეტიდან 94 122 ლარია გათვალისწინებული. ასევე, მუხიანის IV ბ მიკრორიაონის N29ა კორპუსის ორივე სადარბაზოს წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომლისთვისაც 31 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს. დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს