რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის 83 რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად რუსეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 209 688-ს შეადგენს.

ამასთან, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 915-მდე გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან 34 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. Worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა