ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ინფიცირებული გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის ექვსი პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანს ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება სუნთქვის უკმარისობის გარეშე. პაციენტების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მთლიანად, ოკუპირებულ რეგიონში სულ შვიდი ადამიანია კოვიდინფიცირებული.

ცნობილია, რომ 8 მაისს კორონავირუსი ოთხ სტუდენტს დაუფიქსირდა, რომლებიც აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდნენ. მეორე დღეს ვირუსი კიდევ ორ სტუდენტს დაუდგინდა.

აპრილში კორონავირუსი აფხაზეთში სულ სამ ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან ერთი 1925 წელს დაბადებული პაციენტი გარდაიცვალა, ორი კი გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა