ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კარანტინში 300 ადამიანი იმყოფება

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, 12 მაისის მონაცემებით, კარანტინში 300 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 11 მაისს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან კიდევ 18 კურსანტი დაბრუნდა, რომელთაგან 7 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, 11 - ზნაურის რაიონულ საავადმყოფოში.

კოჩიევას ინფორმაციით, ლაბორატორიულად დამტკიცებული შემთხვევების რაოდენობა 23 ადამიანს შეადგენს, 45-ის პასუხს კი ელოდებიან.

კოჩიევას ინფორმაციით, მთლიანობაში, გამოკვლევა ჩაუტარდა 388 ადამიანს, მათ შორის არის განმეორებითი ტესტები. მისი თქმით, ჩასულები არიან რუსი სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ ექიმ-ლაბორანტებს მეთოდურ და საკონსულტაციო დახმარებას უწევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა