ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია აცხადებს, რომ აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ მან ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაკავშირებულია ბოლო დღეებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდასთან.

სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას“ მიხედვით, აფხაზეთის ორ „მოქალაქეს“, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოვიდნენ, ასევე ერთ ადამიანს, რომელსაც მათთან ჰქონდა კავშირი, კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება. თუცა, ტესტის შედეგები გვიან გახდება ცნობილი.

ე.წ. მთავრი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის ინფორმაციით, მამამ ორი ქალიშვილი მოსკოვიდან ჩამოიყვანა, რომლებმაც გუდაუთის საავადმყოფოს ცხრა დღის შემდეგ მიაკითხეს.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 551 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, რომელთა კონტროლს სპეციალისტები ტელეფონის მეშვეობით აკონტროლებენ. რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებლების ორასზე მეტი აფხაზი სტუდენტი კარანტინში სასტუმრო „აიტარში“ იმყოფება. ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა აფხაზეთში ათს შეადგენს.