მამუკა ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი პროკურატურის და მის მიერ დასმული მოსამართლეების პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენ წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი პროკურატურის და მის მიერ დასმული მოსამართლეების პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართელოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის“ საქმეზე საერთაშორისო ექსპერტიზის გაკეთებულ დასკვნას, რომლის თანახმადაც, „არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს: სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას“.

როგორც მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყნისთვის საუკუნედ წოდებული, ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო და ამის გზად მისი და ბადრი ჯაფარიძის, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმხორციელებლების დისკრედიტაცია აირჩიეს.

„ჩვენ დღეს წავიკითხეთ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დამოუკიდებელი ავსტრალიელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც 30 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. ეს უკვე მერამდენე დასკვნაა, რომ 12 წლის წინანდელ საქმეზე არანაირ დანაშაულს და ფულის გათეთრებას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი პროკურატურის და მის მიერ დასმული მოსამარლთეების პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს წინააღმდეგ. მოვუწოდებთ, ყველას, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ეს საქმე. ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ ვიზრდებით. ეს კიდევ იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ. ამ შედეგს კი ჩვენ ოქტომბერში ვაჩვენებთ, როცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან გავისტუმრებთ.

ჩვენ ქვეყანას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს და ბოლო რვა წელიწადია სახელმწიფო დამუხრუჭებულია, საზოგადოება პოლარიზებულია და მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. „ქართულმა ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ძალიან მალე სამართალი აუცილებლად იზეიმებს. მათ ჩვენი დისკრედიტაცია ვერ მოახერხეს და ვერც მოახერხებდნენ. ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნედ წოდებული ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო და ამის გზად ჩემი და ბადრი ჯაფარიძის, როგორ ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმხორციელებლების დისკრედიტაცია აირჩიეს, რაც მათ არ გამოუვიდათ. მე პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს აუცილებლად დავიწყებთ, რომელსაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნა გამოაქვეყნა.

საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნაში ნათქვამია: „არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს: სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას; თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას; მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას“.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა