ორგანიზაციამ ,,მოძრაობა მომავლისთვის" სოფელ ერგნეთში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოძრაობა მომავლისთვის" სოფელ ერგნეთში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელს ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, სოფელ ერგნეთში მცხოვრებმა უკლებლივ ყველა ოჯახმა დახმარება მიიღო.

მათივე ცნობით, "მოძრაობა მომავლისთვის" ერგნეთზე, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ფორპოსტზე, ერთგვარ პატრონაჟს იღებს და მას საჭიროების ფარგლებში მუდმივ დახმარებას გაუწევს.

,,გადავწყვიტეთ, რომ ამ სოფლის მოსახლეობაზე ერთგვარი პატრონაჟი ავიღოთ და დავეხმაროთ მათ არა მხოლოდ პროდუქტით, არამედ რაც დასჭირდებათ -იქნება ეს ხვნა-თესვაში დახმარება, მედიკამენტები, თუ ასე შემდეგ" , - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, ერგნეთში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და ამიტომ, მათ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ.

"მოძრაობა მომავლისთვის" ეხმარება ერგნეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები ე.წ. საზღვრის პირას ცხოვრობენ და ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ და მავთულხლართი რომ გველივით აქვთ შემოხვეული, ამას დაემატა კიდევ კორონას გამო შექმნილი პრობლემები. ეს ადამიანები განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩდნენ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება სჭირდებათ" , - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს