ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, დაავადებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა. ორ მათგანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ დღეებში ჩამოვიდა აფხაზეთში. მეორე - გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც დაღესტნიდან ჩამოვიდა“ , - აღნიშნულია ოპერატიული შტაბის ინფორმაციაში.

ორიდან ერთი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიგზავნება, მეორე კი გუდაუთის სამხედრო ბაზის ლაზარეთში იმკურნალებს.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ კარანტინის პერიოდი 8 ადამიანს დაუმთავრდა, რომლებიც სასტუმრო „აიტარში“ იმყოფებოდნენ. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

მთლიანობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს