მიხეილ ჩხენკელი - ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ

სემესტრი შედგა და მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. „დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ სწორედ დისტანციური სწავლების დანერგვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აკადემიური წელი არ მოხდება. შესაბამისად, სემესტრი შედგა და მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება. აქ განსაკუთრებით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. მინდა ვაუწყო საზოგადოებას, რომ ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ის დიდი რუდუნება, შრომა, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათგან ძალიან დიდ გმირობას. ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში და ეს მათი დამსახურებაა, რომ წარმატებით გაგრძელდა ეს პროცესი“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში, რგორც საქართველოშია სევე საზღვარგარეთ, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით პოზიტიური გამოხმაურებებია. მათ შორის მინისტრმა მაგალითად მოიყვანა OECD-ის და Microsoft-ის გამოხმაურებები და არნიშნა, რომ „ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის, პირველ რიგში, მასწავლებლების და პროფესორების დამსახურება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა