გიგა ბოკერია - შეთანხმება იყო, რომ ივანიშვილს რა გზითაც უნდა, მისი რომელი პოლიტიკური "კლოუნის" მეშვეობითაც უნდა, პოლიტპატიმრები იყვნენ თავისუფალი და საარჩევნო სისტემა შეიცვალოს

შეთანხმება იყო, რომ ამა თუ იმ გზით, როგორც ივანიშვილს უნდა, მისი რომელი პოლიტიკური "კლოუნის" მეშვეობითაც უნდა პროკურატურაში, სასამართლოში, თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის მეშვეობით, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი და ასევე, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს შეთანხმებული კომპრომისით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, თუ შეთანხმება არ შესრულდება ყველაფერზე, რაც მოხდება, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდება.

„არ ვაპირებ ივანიშვილის ისტერიის და აგონიის ღრმა ანალიზს. ვითარება არის მარტივი: საქართველოს სჭირდება, რომ შეთანხმება შესრულდეს. ეს არის ვითარების ნორმალიზაციისთვის კარგი, რომ არჩევნები შედარებით ნორმალურ პირობებში ჩატარდეს და მერე ივანიშვილი შეეგუოს ამომრჩევლების გადაწყვეტილებას. ამ მომენტისთვის, სანამ პოლიტპატიმრები არ არიან თავისუფალი, შეთანხმება არ არის შესრულებული და თუ შეთანხმება შესრულებული არ არის, არავინ არ აპირებს „ევროპულ საქართველოში“ და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც ეხება ეს, ივანიშვილისგან ასეთ თამაშის წესებს დასთანხმდეს: რომ მე ქართულ საზოგადოებასა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს დაგპირდებით, გადაგაგდებთ და მერე მძევლად მეყოლებით, რომ უფრო ცუდად მოვიქცევი, თუ თქვენ არ დამითმობთო. ეს ასე ვერ მოხდება. საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდება. ის პარტიებიც კი, რომლებიც ჩემი აზრით, ცდებიან და თვლიან, რომ ღირს ამ თამაშის წესებში შეყვე ივანიშვილს, ისინიც კი, ყველანი ერთიანი ვართ იმაში, რომ თუ ივანიშვილი შეთანხმებას არ შეასრულებს, ყველაფერზე, რაც მოხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება მას,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა