შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილის მეორე ნახევარში, იმავე თვის პირველ ნახევართან შედარებით, ძალადობის ფაქტების შესახებ მიმართვიანობისა და გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 13%-ით გაზრდილია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განმარტებით, მიმდინარე წლის აპრილის მეორე ნახევარში იმავე თვის პირველ ნახევართან შედარებით უწყებაში ძალადობის ფაქტების შესახებ მიმართვიანობისა და გამოძიების დაწყების რაოდენობა 13%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა მისი თქმით, მზარდია 112-ზე შესული შეტყობინებების რაოდენობაც.

„ზოგადად ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად მზარდია მომართვიანობა, რაც პოზიტიურია იმ რეაგირებისა და ღონისძიებების საპასუხოდ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთად კოორდინირებულად უკვე წლებია ახორციელებს.

რაც შეეხება უშუალოდ პანდემიის დროს მომართვიანობის ზრდას, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში დავინახოთ ეს სურათი, თუმცა დღევანდელი მოცეულობით, ამ კუთხით განსხვავებულია აპრილის მაჩვენებლები და განსაკუთრებით აპრილის მეორე ნახევარი, როცა რეალურად აპრილის პირველ ნახევართან შედარებით, ფაქტობრივად, 13%-ით არის მომართვიანობაც და გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც გაზრდილი და ასევე რეალურად 112-ზე შემოსული შეტყობინებების რაოდენობაც არის მზარდი. საერთო ჯამში, მხოლოდ ერთი და ორი თვის ანალიზის საფუძველზე, რთულია იმაზე ხაზგასმა ის საერთაშორისო ტენდენციები და რაც მსოფლიოში გვაქვს უკავშირდება თუ არა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის რიცხვის მომატებას“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ აპრილის თვის მეორე ნახევარში ასევე გაზრდილია მესამე პირების, კერძოდ კი მეზობლების მხრიდან ოჯახში და ქალზე ძალადობის შესახებ შეტყობინების რაოდენობა

„ეს პოზიტიური ტენდენციაა, იმ ფონზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რეალურად სხვებს გარკვეული დაბრკოლებები შეიძლება, ჰქონდეთ ამ პროცესში. შესაბამისად, თუ გაქვთ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ძალადობის შესახებ, შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და დაიწყება აუცილებლად, გამოძიება“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა