გიგა ბოკერია - ერთი ნაბიჯი დარჩა შეთანხმების ამ ნაწილში - გიორგი რურუას გათავისუფლება, შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც რურუას გათავისუფლების შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას

ეს არის ძალიან რთული პერიოდის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხი შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმების ნაწილში მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება დარჩა, რის შემდეგაც ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების პროცესში მიღებს მონაწილეობას.

„ბუნებრივია, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. ეს არის კარგი ნაბიჯი ქვეყნისთვის, ძალიან რთული პერიოდის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, იმისთვის, რაც სჭირდება ქვეყანას - ნორმალიზაცია, რისკების შემცირება, რაც უხვად აქვს და არსებითად უფრო ნორმალური წინასაარჩევნო პერიოდი ოქტომბრის არჩევნების წინ. ერთი ნაბიჯი დარჩა შეთანხმების ამ ნაწილში - გიორგი რურუას გათავისუფლება, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი შეფასებით, შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. მერე გვექნება მწვავე, კრიტიკული საარჩევნო კამპანია, მაგრამ არსებითად უფრო ნორმალური, ვიდრე აქამდე. ეს არის კარგი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის, არა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, არამედ ყველაფრისთვის სწორი ნაბიჯია“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა