ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და შეწყალების თაობაზე  ბრიფინგიდან გაიგეს

ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერანაირი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აიძულა ხელისუფლებამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეეწყალებინა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეწყალების თაობაზე მათ პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ამის შესახებ ბრიფინგიდან გაიგეს.

“თანაპარტიელები სალომე ზურაბიშვილს არ ჰყავს და ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ხაზი უნდა გაესვას. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში, რომ ერთმანეთისგან არის გამიჯნული კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ისე, როგორც უნდა იყოს გამიჯნული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ორი თვის განმავლობაში, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის უფლებამოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში და როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას, ეს იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო ის, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერანაირი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია. ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის თაობაზე შევიტყვეთ, როცა ჩატარდა ბრიფინგი”, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა