ირაკლი ოქრუაშვილი - დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საპატიმროს დატოვებისას განუცხადა. ოქრუაშვილის თქმით, მისი დაჭერაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო.

ამასთან, როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მას „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებების გამო რცხვენოდა, რადგან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ყურადღება გაამახვილეს ევროპარლამენტარებმა, კონგრესმენებმა, სენატორებმა და ელჩებმა.

„ვაპირებ, რომ ოპოზიციის კონსოლიდაციას მაქსიმალურად შევუწყო ხელი. მაქსიმალურად შევუწყო ხელი იმას, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე შეძლოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ფორმალური კითხვაა, რა თქმა უნდა. ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა. ჩემი დაჭერაც, გიგის დაჭერაც, რურუას დაჭერაც და ბევრი სხვა ადამიანის დაჭერაც, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გათავისუფლებაც პოლიტიკის ნაწილია. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ სიმართლე გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ. ძალიან მრცხვენოდა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი კელი დეგნანის, ბატონი კარლ ჰარცელის, უამრავი კონგრესმენის, სენატორის და ევროპარლამენტარის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევის გამოჩენა იმის გამო, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის