მამუკა არეშიძე - სალომე ზურაბიშვილმა მედიატორის ფუნქცია შეასრულა, გარკვეულწილად დაკმაყოფილდა ოპოზიციის პატივმოყვარეობაც და ხელისუფლებაც შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა

ექსპერტი მამუკა არეშიძე პრეზიდენტის მიერ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, რითაც გარკვეულწილად ოპოზიციის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და ხელისუფლებაც შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა.

„ქვეყანაში ძალიან დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია. გარკვეულწილად, მან კვანძის გახსნა მოინდომა. ვინ არის პოლიტიკური პატიმარი და ვინ არა, ეს დავის საგანია და ამ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებას კომპრომისის გარკვეული ნიშნები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან მიიღო გადაწყვეტილება, ჩანს გარკვეული ნიშნებიც იმისა, რომ ხელისუფლებაც შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო. ძალიან რთულია ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ ეს ასე არ ყოფილა. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ლიდერები თვითონ აპელირებენ პრეზიდენტის მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს შეეძლო ეს გადაწყვეყტილება ავტონომიურად მიეღო და როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, ასეც იყო, რათა სიტუაცია განემუხტა. სხვათა შორის, პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაში შედის მედიატორობა და სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, როდესაც დაინახა, რომ მდგომარეობა გართულდა, ასეთი ტიპის გადაწყველების მიღება არჩია. გარკვეულწილად დაკმაყოფილდა ოპოზიციის პატივმოყვარეობაც და ხელისუფლებაც შეეცადა, რომ სახე შეენარჩუნებინა. ხელისუფლების სახის შენარჩუნებაა ის, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა არეშიძემ.

მისი შეფასებით, მაღალი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს, რაც მის დღევანდელ განცხადებაშიც ჩანდა.

მამუკა არეშიძემ ასევე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომ „ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადააყოლებს“.

„შემირცხვენია ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთ ვითარებაში შეიძლება რამეს გადაყვეს. სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს ახლა ქვეყანაში არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით“,-განაცხადა არეშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა