გიგი უგულავა - ფეხბურთი რაღაც ანგარიშით რომ დამთავრდება, წლების შემდეგ ანგარიში ახსოვთ, ჩვენს შეწყალებაზე ხელი ზურაბიშვილს აქვს მოწერილი

ფეხბურთი რაღაც ანგარიშით რომ დამთავრდება, წლების შემდეგ, ანგარიში ახსოვთ და მატაობა ვინ შეძლო და კარგი გოლები ვინ გაიტანა, ეგ მერე მხოლოდ ისტორიკოსებს ახსოვთ, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენს შეწყალებაზე ხელი ზურაბიშვილს აქვს მოწერილი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოტივზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლია ამ დროს ადამიანს მადლობა არ გადაუხადო, თუმცა უგულავას შეფასებით, ის თუ როგორ შეფუთა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება სასაცილო იყო.

„ისტორიულ ანალებში თუ ვინმეს მოუნდება ამის გაქექვა, ნახავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა არის, შეუძლებელია ადამიანს ასეთ დროს მადლობა არ გადაუხადო, მაგრამ ბუნებრივია, როგორც ის შეფუთა, სასაცილო იყო ჩემთვის. მე არანაირი ილუზია და სურვილი არ მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჩემზე აზრი შეიცვალოს, ისევე, როგორც არც მე არასდროს არ შევიცვლი მასთან დაკავშირებით აზრს და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აირჩა და როგორ დაინიშნა ის პრეზიდენტად. არანაირი აზრი არ აქვს დღეს ამის განქიქებას და არც მომავალში არ ექნება. ხვალ უკვე უნდა მივხედოთ იმ ქარიშხალს, რომელიც გვიახლოვდება და რომელიც, სამწუხაროდ, უფრო რთულია და უფრო ძნელად დასაძლევია, ვიდრე კორონაპანდემია, ვგულისხმობ ეკონომიკურ ქარიშხალს, იმ სიდუხჭირესა და უბედურებას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. ხელს არ გავიშვერ, აღმოვჩნდით იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა დიდი ხანია დაავადებულია, დახუნძლულია ამ უაზრო რეგულაციებით და ისეთი რაღაცებით, რამაც დაახრჩო ეკონომიკა და კორონავირუსმა ეს უბრალოდ გადაუთავა. ახლა აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტებია და ამ პრიორიტეტებზე მუშაობას ვაპირებ მეც და ჩვენი ყველა პარტნიორი ერთად,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა