ირაკლი ოქრუაშვილი - ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე ამ პატიმრობისას: ერთი - ძალიან ვატკინე ივანიშვილს და მეორე - ზუსტად აღმოვაჩინე სად უნდა დავარტყა, რომ ვატკინო

„ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე ამ პატიმრობისას: ერთი - ძალიან ვატკინე ივანიშვილს და მეორე- ზუსტად აღმოვაჩინე სად უნდა დავარტყა, რომ ვატკინო“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა მისი დაკავების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ სურს საუბარი, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილს უნდა აერჩია ვინ დაეჭირა - გვარამია, ხაზარაძე თუ ოქრუაშვილი.

მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და ჩემი დაჭერის თემა, როგორც მე ვიცი, არჩევანის დონეზე ჰქონდა ივანიშვილს. ვინ დაეჭირა, ხაზარაძე, გვარამია თუ ოქრუაშვილი და ამარჩია ამ შემთხვევაში მე. მთელმა ამ პოლიტკურმა კონტექსტმა მიიყვანა ეს ყველაფერი წითელი ხაზის გადაკვეთამდე. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ახალგაზრდა, ჩვენი დემოკრატია არის ძალიან მყიფე და როდესაც აქ გაუგებრობა ხდება და ორი დაპირისპირებული მხარე, ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცას ერთმანეთში ვერ არკვევს, საქმეში ერთვებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის სამართლიანი არბიტრები - ევროპა და ამერიკა. ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვისაც, ძალიან მკაფიო და გასაგები იყო, რომ ჩემი და უგულავას საქმეში, ისე როგორც სხვა ბევრ საქმეში, ყველაფერი იყო თეთრი ძაფით ნაკერი. მედავონ ნებისმიერ სხვა რამეზე, მე თვითონ ვეტყვი, რაზე შეიძლება მედავონ მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად, მაგრამ მიტინგზე იდექი და ამის გამო 5 წლით უნდა იჯდე ციხეში, ეს ნიშნავს, რომ ქუდი რატომ არ გაფარია“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში .

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა
"ალდაგში" ავტოდაზღვევის კამპანია დაიწყო - დააზღვიე და მზად ხარ!
კახა ოქრიაშვილი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს
ელემენტ კონსტრაქშენი ISO 9001:2015-ის მფლობელი გახდა
პორშეს ახალი, უნიკალური ელექტრომობილი Taycan Cross Turismo საქართველოშია