დეკანოზი შალვა კეკელია - "ღორის გრიპით" ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება და მასზე უარის თქმის შემთხვევაში, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან დასაქმებას აკრძალავენ, ის მას არ გაიკეთებს.

როგორც კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი პირობებით ვაქცინაცია ადამიანების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.

„თქვენ ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა შარშან "ღორის გრიპით". როდესაც არ იციან ამ სენის შესახებ რა სენია, რატომ უნდა იყოს აუცილებელი და სავალდებულო, ეს ვაქცინა გავიკეთოთ?! შეიძლება როგორ დადგეს საკითხი იცით?- თუ ეს ვაქცინა არა გაქვს გაკეთებული, შეიძლება შენ მოგზაურობის უფლება არ გქონდეს, სამსახურში შეიძლება არ მიგიღონ. ეს ნიშნავს უკვე, რომ ვაქცინა კი არ არის, სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება ვაქცინასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მას არ გავიკეთებთ. ადამიანებს ყველას თავისი არჩევანი აქვს და ყველას შეუძლია გადაწყვიტოს მიიღებენ თუ არ მიიღებენ. მე როგორც მოძღვარი და სასულიერო პირი ვამბობ, თუ ამ ვაქცინის გარეშე არ მექნება უფლება სამსახურში ვიარო, უცხოეთში ვერ ვიმოგზაურებ, სკოლაში ჩემს შვილს ვერ მივიყვან, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა არის ერთ-ერთი ნიშანი და ეს ვაქცინა არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული. "ღორის გრიპით" ადამიანები იღუპებიან, მაგრამ ვაქცინა სავალდებულო არ იყო, მინდა გავიკეთებ, მინდა არ გავიკეთებ“, - განაცხადა შალვა კეკელიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა