ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სამი ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ "სპუტნიკ აფხაზია“ წერს.

მისი ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან - დედა, მამა და მათი ქალიშვილი, რომლებიც სოხუმში სოჭიდან ჩავიდნენ. დაინფიცირებულ ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს, მამაკაცს - სუნთქვის უკმარისობა, ქალიშვილს კი დაავადება გართულების გარეშე გადააქვს. ყველა მათგანი გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს.

ამგვარად, აფხაზეთში, დღეის მდგომარეობით, კოვიდინფექციის 17 შემთხვევაა გამოვლენილი. 13 მათგანი სტუდენტია, რომლებიც რუსეთიდან დაბრუნდნენ, ერთი კი მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურე, რომელიც სოხუმში დაღესტანიდან ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა