ბექა ნაცვლიშვილი - სამარცხვინო და საზიანოა ყველა იმ პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც სიხარულით შეხვდა კონგრესმენების, სენატორების განცხადებებს

ის, რომ საქართველოს პროკურატურამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების თაობაზე და შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისინი დამოუკიდებლად შეიწყალა, ამის ილუზია არავის აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ საკუთარ თავს დიდი ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენა.

„პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს მიაყენა დიდი ზიანი და შეურაცხყოფა, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს. საგანგაშო ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი მხოლოდ საზღვრების ურღვეობას არ გულისხმობს, ის არის ხალხის უფლება, თვითონ განკარგოს საკუთარი რესურსები და საკუთარი ბედი. ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ საფუძველი გაუჩინა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, ჩარეულიყვნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, არამედ ზოგიერთ მათგანს „მადა გაეხსნა“ და ქვეყნის რესურსების, ეკონომიკის მოწყობის საკითხებშიც გადაწყვიტა ჩარევა. ამას ცხადყოფს რიგი ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების განცხადება და წერილი, რომლებიც პირდაპირ უარყოფენ დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილების უფლებას, განკარგოს საკუთარი ბუნებრივი რესურსები და საგახადასახდო, მარეგულირებელი პოლიტიკა საკუთარი შეხედულებებისამებრ წარმართოს. არც კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობა და არც ანაკლიის პორტი არ ეხება პეპლის საჭერი ბადეების წარმოებას საქართველოში. ისინი საქართველოს ბუნებრივი რესურსების განკარგვას ეხება. ამიტომ, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განკარგვის საკითხებში მიუხედავად მათი გეოპოლიტიკური თუ კომერციული ინტერსებისა. ამ პრინციპს პატივი უნდა სცენ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკოსებმა ისე, როგორც ისინი მოითხოვენ სხვა სახელმწიფოების მიერ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას“,-აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისი შეფასებით, დემოკრატიის ხელშეწყობა სწორედ ის არის, რომ ქართველმა ხალხმა თავად განკარგოს საკუთარი რესურსები და საკუთარი ხელისუფლების ბედი.

„სამარცხვინო და საზიანოა ყველა იმ პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც სიხარულით შეხვდა კონგერსმენების, სენატორების განცხადებებსა და წერილებს. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ 9 აპრილი ვიზეიმეთ. 9 აპრილს დაღუპულებს არ გაუწირავთ თავი იმისთვის, რომ ქვეყანა ვინმეს ვასალი ყოფილიყო, არამედ მათ თავი გაწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ტანკებით დაგიპყრობენ თუ ფულით დაგიქვემდებარებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ შენ საკუთარ სუვერენულ უფლებას კარგავ. ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა,რომ ის ვინმეს კოლონია ან ვასალი ყოფილიყო, მისი არჩევანი იყო და არის მისი დამოუკიდებლობა. „ქართული ოცნება“ ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავხდეთ ღირსეული პარტნიორი ყველასთვის“,-აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში „აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო“ შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა