ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულები რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტები არიან, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ პანსიონატ „აიტარში“ იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ახალი შემთხვევების გამოვლენამდე აფხაზეთის მთავარმა სანიტარმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ „კოვიდ 19“ ე.წ. „რესპუბლიკაში“ 21 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს