სოფო კილაძემ „ნაცმოძრაობას“და „ევროპულ საქართველოს“ "ერთი კლასტერი" უწოდა, რომან გოცირიძემ კი კილაძე "დემაგოგიაში" დაადანაშაულა

ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სხვადასხვა სატელიტები ერთი კლასტერია და ყველას ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა.

„ბატონო რომან, მე თქვენზე პირადად არ ვიტყვი , ეს თუ დაგამშვიდებთ, თქვენს პოლიტიკურ ძალაზე გავაკეთებ აქცენტს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მარტო გამოგიშვეს აქ თქვენ და ეგეც ბევრ რამეზე მეტყველებს. მე არ მიკვირს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ითხოვს საგანგებო მდგომარეობას. სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ამ საგანგებო მდგომარეობას ახასიათებდა ადამიანის უფლებების არნახული შეზღუდვა, რომელიც მათ შორის მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ხელყოფდა. ადამიანის სიცოცხლის უფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი იყო მათი მმართველობის პერიოდში. ბატონო რომან და ყველას მივმართავ თქვენი პოლიტიკური ძალიდან, გვაცალეთ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა“,-აღნიშნა კილაძემ.

სოფო კილაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს.

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ვითხოვთ. ვერ გაიგეთ რა ვილაპარაკეთ 5 წუთის განმავლობაში? საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, ნუ დემაგოგობთ”, - -მიმართა რომან გოცირიძემ სოფო კილაძეს.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა