სალომე ზურაბიშვილი - მიმაჩნია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორამდეც

მიმაჩნია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორამდეც , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან “არ გავლა ამ საკითხის საქართველოსთან იყო არადიპლომატიური”.

"მგონი კითხვა პირიქითაა დასასმელი, რამდენად სწორია იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისგან, რომელიც არის ჩვენი ძველი საუკუნოვანი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული საკითხები გადასაწყვეტი, ბოლოს და ბოლოს ვართ ორი ასოცირებული წევრი, რომელსაც რეალურად აქვს შანსი ევროკავშირში შევიდეს. ამ დროს ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს ვდგამ. ბოლოს და ბოლოს ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის ხომ არაა, ვიღაცა. გაფრთხილება და ინფორმირება როგორც მინიმუმ, ორ ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობაა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, ამ ფაქტორამდეც. [მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის რეფორმატორთა საბჭოს ხელმძღვანელად] ეს ფაქტორი [მიხეილ სააკაშვილი] უკვე მოქმედებდა უკრაინის ხელისუფლებაზე და ამან უკვე დაძაბა ეს ურთიერთობა წინასწარ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს რეაქცია ამ ფაქტზე სრულიად ნორმალური იყო.

"ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური. მე დიპლომატიური ენა ვიცი, იყო მოზომილი, რეაქცია. ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ ელჩი უნდა იყოს ის, ვინც ამ საკითხებზე გაფრთხილებს და გაძლევს ინფორმაციას, აწი რა და როგორ ვიმოქმედოთ. აქ არაფერი უცნაური არ არის. დაველოდოთ მომავალს. რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლება ჩვენთან ჰქონდეს ის ნორმალური ურთიერთობები, რომელიც გვჭირდება. ჩვენ, მე და ზელენსკი უნდა წავსულიყავით ერთად, რაც იყო ჩემი შეთავაზება, რომელსაც ის პოზიტიურად შეხვდა, ერთად ჩავსულიყავით ბრიუსელში და შევხვედროდით იქაურ ხელმძღვანელობას ჩვენი ერთობლივი წერილობითი მოთხოვნებით. ჩვენი არც ერთი გადადგმული ნაბიჯი არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო აღქმული შეურაცხყოფად მეგობარი ქვეყნის მიერ. არაინფორმირება და არ გავლა ამ საკითხის ჩვენთან, იყო არადიპლომატიური", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა