ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგემება, რასაც აპროტესტებენ

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგემება, რასაც აპროტესტებენ.

მოქალაქეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ბათუმის მერიას მოუწოდეს, რომ მათი პროტესტი გაითვალისწინოს. მოქალაქეების ინფორმაციით, ინასარიძის 24 ნომერში სკვერის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა მის ნაცვლად მრავალსართულიანი კორსპუსის მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ასწლოვანი ხეების გაჩეხვაც დაიწყო.

ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლების აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბათუმის მერია უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ინასარიძის ქუჩაზე, კერძოდ, 24 ნომერში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა და სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა იწყება. უწყების განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერი მოეწყობა და გზის რეაბილიტაციაც მოხდება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა