კახა კალაძის განცხადებით, საჭიროა, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ამერიკელ სენატორებს სრული ინფორმაცია მიეწოდოს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკელ სენატორებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ. კალაძის თქმით, საჭიროა საგარეო უწყებამ და პარტიამ ამ მიმართულებით იმუშავოს.

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს და ვიზიარებ ყველა სიტყვას, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუ ჩვენ სიმართლე არ ვუთხარით ერთმანეთს, ცუდი იქნება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. საგარეო უწყებამ და პარტიამ, ყველამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია საქმეების შინაარსიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სენატორების და კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი საქართველოში ამერიკული კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, კალაძის თქმით, აქაც საჭიროა მეტი კომუნიკაცია და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

„თუ ეს ის კონგრესმენები არიან, ვინც „ფრონტერას“ საქმეში ფიგურირებს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ დავა მოიგო არბიტრაჟში, სავარაუდოდ, თაღლით კომპანიასთან, რომელსაც „ფრონტერა“ წარმოადგენს. რაც შეეხება სენატორების განცხადებას და წერილებს, საჭიროა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია სახელმწიფოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ ზუსტი და სწორი ინფორმაცია იქნას მიწოდებული, ამ დავასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს საქართველოს, რომ შეცდომაში არ შევიდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა