ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ჯანდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, კორონავირუსისგან 2 ადამიანი განიკურნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, უმეტეს მათგანს ტემპერატურა აღარ აქვს, პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ე.წ. სამინისტროს ცნობით, დღეს ორკვირიანი კარანტინის პერიოდი დაუმთავრდა 87 ადამიანს, 248 კვლავ კარანტინში რჩება.

ოკუპირებულ „რესპუბლიკაში“ კორონავირუსზე ტესტი მთლიანობაში 935 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში - 115 ტესტი, საიდანაც ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა. სულ დაინფიცირებულია 34 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა